ფეხბურთი

19:26 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი ვერატის დისციპლინას უწუნებს

“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი გუნდის იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის დისციპლინით უკმაყოფილოა.

საფრანგეთის ლიგის თასზე “ლილთან” გამართულ შეხვედრაში ვერატიმ ყვითელი ბარათი მიიღო. 22 წლის ფეხბურთელისთვის ეს, მიმდინარე სეზონში, მე-8 გაფრთხილებაა, რაც ავტომატურ დისკვალიფიკაციას ნიშნავს.

“მარკო თავის თავს სჯის, მაგრამ მისი საქციელი, უპირველეს ყოვლისა, გუნდზე აისახება.

ყოველი მიღებული ყვითელი ბარათის შემდეგ ფეხბურთელს ვაფრთხილებთ, მაგრამ აშკარაა, რომ მას არაფერი ესმის.

ეს ფეხბურთელი მიყვარს. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ თუ ბარათების მიღებას განაგრძობს, პრობლემები გვექნება. შესაძლოა, ის შესვენებაზე უნდა გამომეცვალა.” – აცხადებს ბლანი.

0.115345