ფეხბურთი

18:38 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო ბომბარდირისთვის პაიჭაძის სახელობის პრიზი დაწესდა

მიმდინარე სეზონიდან საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი გადაეცემა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პრიზი წელს დააწესა და ეს ინფორმაცია ხსენებული ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა რეზო არველაძემ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაზე გააჟღერა.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ძეგლი ნატურალურ ზომებში დაიდგება. ეს იდეა საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ეკუთვნის. ბორის პაიჭაძის ბიუსტს, რომელიც “დინამო არენაზეა”, ფეხბურთელის მშობლიურ სოფელში გადაიტანენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2015 ბორის პაიჭაძის წლად გამოაცხადა.

Loading...
0.138598