ფეხბურთი

20:10 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” ყირგიზეთის ჩემპიონი დაამარცხა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ფოთის “კოლხეთმა” ბულგარელებთან მარცხის შემდეგ მორიგი სპარინგ-მატჩი ჩაატარა. ფოთელების მეტოქე ამჯერად ყირგიზეთის მოქმედი ჩემპიონი “დორდოი” გახლდათ.

შეხვედრა ფოთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა, მეორე ტაიმის 58-ე წუთზე გიგა ამბროლაძემ შეძლო ანგარიშის გახსნა, 71-ეზე კი “კოლხეთის” ახალწვეულმა ლევან შენგელიამ საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

“კოლხეთი” თურქეთში სავარაუდოდ კიდევ 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 13 თებერვალს კი საქართველოში დაბრუნდება.

0.101919