ფეხბურთი

18:53 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი – “ჩელსის” საზაფხულო მიზანი

ლონდონის “ჩელსი” ზაფხულში მადრიდის “რეალის” 21 წლის ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება. ალბიონელი ჟურნალისტების ნარკვევით, ახალგაზრდა ფრანგის საკუთარ გუნდში ხილვა ძალიან სურს ჟოზე მოურინიოს, რომელიც ვარანს ჯერ კიდევ “რეალში” ყოფნის დროს ავარჯიშებდა.

ლონდონელ “არისტოკრატებს” ვარანი ჯერ კიდევ ფრანგულ “ლანსში” ასპარეზობისას აინტერესებდათ, თუმცა მაშინ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

მიმდინარე სეზონში ვარანმა ესპანურ “ლა ლიგაში” 12 მატჩი ჩაატარა.

0.110177