ფეხბურთი

12:29 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ჩემთვის თამაში პირველ ტაიმში დამთავრდა"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ, ოთხშაბათს "ბარსელონასთან" გაცდილი მარცხის (2:3) შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის თამაში პირველ ტაიმში დასრულდა.

"მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა, ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვეტანა გოლი და ამისთვის მივიღე გადაწყვეტილება, რომ დაცვიდან შეტევაში გადამეყვანა ჩემი გუნდის თამაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩემმა სტრატეგიამ არ გამაართლა. მიუხედავად ყველაფრისა, მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებიც მოედანზე ყველაფერს აკეთებენ და ბოლომდე იხარჯებიან. რაც შეეხება გაბის საკითხს, ვფიქრობ მისი მოედანზე ყოფნით ჩვენ კიდევ გვექნებოდა შანსი მატჩის მოგების, მაგრამ პირადად ჩემთვის, ყველაფერი პირველი ტაიმის შემდეგ გადაწყვეტილი იყო." - განაცხადა სიმეონემ.

"ატლეტიკო" ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "ბარსელონასთან" ორმატჩიან დაპირისპირებაში 4:2 დამარცხდა და გამოეთიშა გათამაშებას, "ბარსელონა" კი ნახევარფინალშია.

0.116794