ფეხბურთი

1:59 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვემ” ნაბიჯი მძიმედ გადადგა

იტალიის თასის გათამაშება გრძელდება. ამჯერად მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერი და აუტსაიდერი დაუპირისპირდნენ. პარმაში ადგილობრივმა გუნდმა ტურინის “იუვენტუსი” მიიღო.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა სანახაობრივი თვალსაზრისით გულშემატკივარი უკეთესს ისურვებდა. პარმეზანელებმა მრისხანე მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ცოტა, რომ გამართლებოდათ მატჩს დამატებით დროშიც გადაიყვანდნენ.

პირველმა ნახევარმა საგოლე მომენტების გარეშე ჩაირა. სახიფათო ეპიზოდებით დახუნძლული არც მეორე ნახევარი გამოდგა. საბოლოოდ, “იუვეს” გამარჯვება შეცვლაზე შესულმა ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ მოუტანა, რომელმაც 89-ე წუთზე თანამემამულე ფერნანდო ლორენტეს კარგი გადაცემის შედეგად ანტონიო მირანტეს ახლო მანძილიდან გაუტანა. “იუვენტუსი” ნახევარფინალურ სტადიაზე “რომასა” და ფლორენციის “ფიორენტინას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

“პარმა” – “იუვენტუსი” 0:1 (0:0)

პარმა, “ენიო ტარდინი”

“პარმა” (3-5-2): მირანტე; მენდესი (სანტაკროჩე 35), ლუკარელი, პალეტა; რისპოლი (ვარელა 90), ნოჩერინო, მარიგა, გალოპა, გობი; როდრიგესი, პალადინო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“იუვენტუსი” (4-3-3): სტორარი; ლიხშტაინერი, ოგბონა, კიელინი, პადოინი; ვიდალი (პოგბა 71), პირლო, მარკიზიო; პეპე (კასერესი 90), ლორენტე, კომანი (მორატა 77)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 მორატა (89)

გაფრთხილება: გობი (15), პალეტა (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (0) – 11 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 6:4 გაფრთხილება: 2:0

მსაჯი: სებასტიანო პერუცო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13796