კალათბურთი

14:15 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიკაგომ” “ოქროს შტატელები” დაამარცხა, “კლივლენდმა” ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 6 მატჩი გაიმართა.

“ჩიკაგომ” მოულოდნელად, გასვლაზე, დასავლეთ კონფერენციის ლიდერი “გოლდენ სტეიტი” 113:111 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე “გოლდენ სტეიტმა” 2-ქულიანი ჩააგდო და ანგარიში 107:107 გახადა. მატჩის ბოლო წამზე “ჩიკაგოს” გამთამაშებელმა დერეკ როუზმა შორეული სამქულიანი გაუშვა მაგრამ არაზუსტად. მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. დამატებითი 5-წუთეულის დასრულებამდე 8 წამით ადრე დერეკ როუზმა გადამწყვეტი 2-ქულიანი ჩააგდო. “ოქროს შტატელებმა” მიმდინარე სეზონში საკუთარ დარბაზში მეორე თამაში წააგეს. სტივ კერის გუნდი დასავლეთ კონფერენციას 36 მოგებით და 7 წაგებით ლიდერობს. “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს.

“კლივლენდ კავალიერსმა” ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო. დევიდ ბლატის შეგირდებმა გასვლით შეხვედრაში “დეტროიტ პისტონსი” 103:95 დაამარცხეს. მატჩის ბედი მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელიც “კავალიერსმა” 30:20 მოიგო. შეხვედრის საუკეთესო მექულე კლივლენდელთა გამთამაშებელი 38 ქულით კაირი ირვინგი გახლდათ. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 32 ქულა 6 მოხსნა და 7 პასი შესძინა.

“დალას მავერიქსი” შინ “მემფის გრიზლთან” 90:109 დამარცხდა. ტეხასელებმა ვერცერთი პერიოდის მოგება მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “მემფისის” მძიმე ფორვარდი ზაკ რენდოლფი (22 ქულა, 10 მოხსნა) გახლდათ. “დათვები” 33 მოგებით და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებენ.

“ინდიანა პეისერსი” – “ტორონტო რეპტორსი” 91:104 (28:21, 16:29, 24:27, 23:27)

“ინდიანა”: სტაქეი (22 ქ. 7 მ.), ს. ჰილი (15 ქ.), ჯ. ჰილი (13 ქ.), უესტი (11 ქ. 8 მ.), ჰიბერტი (11 ქ. 9 მ.), უოტსონი (7 ქ.), რუდეში (5 ქ.), ალენი (3 ქ.), სკოლა (2 ქ.), მაინმი (2 ქ.)

“ტორონტო”:დეროზანი (24 ქ.), ლოური (19 ქ. 8 პ.), უილიამსი (14 ქ.), პატერსონი (13 ქ.), როსი (11 ქ.), ვასკესი (7 ქ.), ვალანჩუნასი (6 ქ.), ჯონსონი (6 ქ.), ჰენდსბრო (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=oRpcA6_sQxA

“დეტოიტ პისტონსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 95:103 (19:17, 20:30, 25:28, 31:28)

“დეტროიტი”: აუგუსტინი (19 ქ. 9 პ.), მონრო (17 ქ.), ტოლივერი (16 ქ.), დრამონდი (12 ქ. 17 მ.), კალდველ-პოპე (11 ქ.), მიქსი (11 ქ.), სინგლერი (5 ქ.), ბატლერი (2 ქ.)

“კლივლენდი”: ირვინგი (38 ქ. 6 პ.), ჯეიმსი (32 ქ. 6 მ. 7 პ.), მერიონი (8 ქ.), ლავი (7 ქ. 8 მ.), მოზგოვი (6 ქ. 7 მ.), სმიტი (5 ქ.), ტომპსონი (4 ქ.), შამპერტი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=xcnM8RCxbw0

“მაიამი ჰიტი” – “მილუოკი ბაქსი” 102:109 (29:30, 21:24, 32:28, 20:27)

“მაიამი”: ბოში (26 ქ.), ჩელმერსი (21 ქ. 8 პ.), ვაითსაიდი (16 ქ. 16 მ.), გრეინჯერი (14 ქ.), უეიდი (12 ქ.), კოული (7 ქ.), ენისი (2 ქ.), ნაპიერი (2 ქ.), ჰასლემი (2 ქ)

“მილუოკი”:მიდელტონი (17 ქ.), ნაითი (17 ქ.), ბაილესი (15 ქ.), ანტეტოკუნმპო (13 ქ.), ჰენსონი (12 ქ.), დადლი (11 ქ.), ილიასოვა (4 ქ.), ფაჩულია (4 ქ. 5 მ. 1 პ. 1 ჩ.)

https://www.youtube.com/watch?v=97_BRObfw8w

“დალას მავერიკსი” – “მემფის გრიზლი” 90:109 (24:24, 20:30, 28:32, 18:23)

“დალასი”: ელისი (19 ქ.), პარსონსი (19 ქ.), ნოვიცკი (11 ქ.), ჩენდლერი (10 ქ.), რონდო (7 ქ. 5 პ. 7 მ.), ჰარისი (6 ქ.), ბარეა (5 ქ.),ამინუ (4 ქ.), ფელტონი (4 ქ.), სმიტი (2 ქ.)

“მემფისი”: რენდოლფი (22 ქ. 10 მ.), გასოლი (15 ქ. 6 პ.), კალატესი (13 ქ.), ლი (13 ქ.), კარტერი (12 ქ.), კუფოსი (9 ქ.), გრინი (8 ქ.), უდრიხი (8 ქ.), ადამსი (5 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=CPnZQriBEys

“გოლდენ სტეიტი” – “ჩიკაგო ბულზი” 111:113 (35:29, 21:22, 25:28, 26:28. ო.ტ. 4:6)

“გოლდენ სტეიტი”:ტომპსონი (30 ქ. 10 მ.), ლი (24 ქ. 9 პ.), კარი (21 ქ. 9 პ.), ბარნსი (12 ქ.), გრინი (10 ქ.), სფეიტსი (10 ქ.), ჰოლიდეი (2 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.)

“ჩიკაგო”: როუზი (30 ქ. 7 მ.), გასოლი (18 ქ. 16 მ.), ნოა (18 ქ. 15 მ.), მიროტიჩი (12 ქ.), ბრუქსი (10 ქ.), გიბსონი (10 ქ.), სნელი (8 ქ.), ჰაინრიხი (5 ქ.), მური (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=MDC05ZRCp6k

“ლოს ანჯელეს ლეიკერსი”- “ვაშინგტონ ვიზარდსი” 92:98 (31:24, 26:22, 19:29, 16:23)

“ლეიკერსი”: ელინგტონი (28 ქ.), კლარკსონი (18 ქ.), დევისი (14 ქ.), ჰილი (8 ქ.), ლინი (7 ქ.), ჯონსონი (6 ქ.), საკრე (6 ქ.), ბუზერი (4 ქ.), კელი (1 ქ.)

“ვაშინგტონი”: უოლი (21 ქ. 13 პ.), ბილი (19 ქ.), პორტერი (12 ქ.), გორტატი (11 ქ.), ჰამფრიზი (8 ქ.), სერაფინი (7 ქ.), ნენე (6 ქ. 6 მ.), ბატლერი (5 ქ.), ვებსტერი (5 ქ.), მილერი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=MgIOAR82Kkc

0.14805