ფეხბურთი

13:25 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მერანს”  გოგი ფიფიაც შეუერთდა

მარტვილის “მერანში” განხორციელებულ ცვლილებებზე უკვე წერდა “მსოფლიო სპორტი. განახლებული მოედანი, ფეხბურთელებისთვის აშენებული სასტუმრო და ახალწვეულები.

მარტვილელებმა კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატეს გოგი ფიფიას სახით. 29 წლის შემტევი ნახევარმცველი “მერანში” გადასვლამდე, ქუთაისის “ტორპედოს”, “ზესტაფონის”, ბოლნისის “სიონის”, ზუგდიდის “ბაიას”, რუსთავის “მეტალურგის”, ბათუმის “დინამოსა” და აზერბაიჯანული თოვუზის “თურანის” ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ მარტვილელები შეკრებას თურქეთში გაივლიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110154