ფეხბურთი

16:49 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დესტროს “მილანს” უკავშირებენ

იტალიური მედიის ცნობით, “რომას” 23 წლის ფორვარდი მატია დესტრო “მილანში” გადასვლასთან ახლოსაა. “როსონერი” მიმდინარე სეზონს ცუდად ატარებს და გაძლიერებას საჭიროებს. მილანელები მზად არიან დედაქალაქელებს დესტროს სანაცვლოდ ამჯერად 2 მილიონი ევრო გადაუხადონ, რასაც ზაფხულში კიდევ 15 მილიონი დაემატება. თუმცა ეს ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ “რომა” დონეცკის “შახტართან” ლუის ადრიანოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მაიღწევს.

მატია დესტრო “რომაში” 2012 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და სერია A-ში ჩატარებულ 52 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11651