ფეხბურთი

10:39 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექა გოცირიძე  “მერანში”  ვარჯიშობს

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე მარტვილის “მერანში” ვარჯიშობს და დიდი ალბათობით მეორე წრიდან გუნდს გააძლიერებს. სინჯებზე მყოფ სხვა ფეხბურთელებთან ერთად გოცირიძე მარტვილში “მერანი”- “კოლხეთის” ამხანაგური შეხვედრის დროს შევნიშნეთ, მართალია ფეხბურთელს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ბექა გოცირიძე: “ჯერჯერობით არ ვიცი, დავრჩები თუ არა მარტვილში, მაგრამ ”მერანი” ძალიან კარგი, დაბალანსებული გუნდია, ამ ეტაპზე ფორმის აღდგენას ვცდილობ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება.”

შეგახსენებთ, რომ გოცირიძე ბოლოს გორის “დილას” შემადგენლობაში ირიცხებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112052