სხვა

16:10 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

Eurosport-ი თბილისიდან ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაციას გეგმავს

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ძალოსნობაში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა პრესკონფერენცია გამართა. კომიტეტის წევრებმა თბილისში 11-18 აპრილს დაგეგმილ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრეს. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადობას ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ამცნეს, 11-დან 18 აპრილამდე თბილისში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს ტელეკომპანია Eurosport-ი გააშუქებს, რომელიც 54 სხვადასხვა ქვეყანაში მაუწყებლობს. ტურნირის განმავლობაში Eurosport-ზე თბილისის სპორტის სასახლეს 30 საათი დაეთმობა. Eurosport-ზე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს დაახლოებით 45-მილიონიანი მაყურებელი ჰყავს.

კახი კახიაშვილი (ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ): “დიდი შრომა ჩავდე 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩასტარებლად. ასევე გიორგი არსანიძემაც თავისი კონტაქტები გამოიყენა. რამდენიმე თვის წინ აღნიშნული ტურნირის ჩატარებას საფრთხე შეექმნა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის არმაზ თავაძის გადადგომის შემდეგ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, მითხრა -თურქეთიც მზადაა ტურნირის ჩასატარებლადო. მაშინ ვუთხარი, რომ პირადად მე ვიღებდი პასუხისმგებლობას თბილისში ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებაზე. ეს დიდი ტურნირი საქართველოში ძალოსნობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. თუ ტურნირი წარმატებით ჩავატარეთ, დიდი შანსია 2016 წელს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატსაც ვუმასპინძლოთ”.

ირაკლი მეძმარიაშვილი (საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი): “ძალოსნობაში ჩვენი დიდი ტრადიციების დამსახურება ასეთი დიდი ფორუმის მასპინძლობა. ტურნირს მაღალ დონეზე უნდა ვუმასპინძლოთ, რაც სხვა უფრო დიდი ტურნირების მასპინძლობის დასაბამი იქნება”.

ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი): “კახიაშვილის და ასანიძის დიდი დამსახურებაა, რომ ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ. ამ ტურნირის ჩატარებას საქართველოში ძალოსნობის პოპულარიზაცია მოჰყვება. როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაციას თბილისიდან, ისეთი სერიოზული ტელეარხი გეგმავს, როგორიცაა Eurosport-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110069