ფეხბურთი

2:33 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ნიცაში

საფრანგეთის 22-ე ტური მოულოდენლად დაიწყო. ნიცაში, “რივიერაზე” პუელის გუნდმა მარსელის “ოლიმპიკი” დაამარცხა. უმნიშვნელოვანესი გამოდგა ჰალტის მიერ გატანილი გოლი, მან 73-ე წუთზე ორი ბურთით დააწინაურა მასპინძლები, დარჩენილ დროში კი ბიელსას მოთამაშეებმა ქულის მოსაპოვებლად მხოლოდ გაიბრძოლეს. ერთადერთი, რაც მოახერხეს ტოვინის პრესტიჟის გოლი იყო.

სტუმრებმა ჩემპიონობის გზაზე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. მათ კარში პირველი გოლი ჰაიტელმა ჟენევოსმა გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა მისი გუნდისთვის. რაც შეეხება ნიკლას ჰალტს, ზაფხულში “ელფსბორგიდან” “ნიცაში” გადასულმა შვედმა ლიგა 1-ში პირველად გამოიჩინა თავი.

ნიცა – მარსელი 2:1 (0:0)

ნიცა, “ალიანს რივიერა”

ნიცა: ჰასენი, ჟენევოსი, გომისი, პუელი, ამავი, ჰალტი (ტიობი 89), ედუარდო (დიავარა 61), მენდი, ეისერიკი (რაფეტრანიაინა 83), პლეა, ბუტეკი

მთავარი მწვრთნელი: პუელი

მარსელი: მანდანდა, მორელი, ჯა ჯეჯე, ალოე, რომაო (ბუტობა 75), იმბულა, ლემინა (ომრანი 65 ), ტოვინი, პაიე, ჟინიაკი, ბათშუ

მთავარი მწვრთნელი: ბიელსა

გოლები: 1:0 ჟენევოსი (47), 2:0 ჰალტი (73), 2:1 ტოვინი (77)

მთავარი მსაჯი: ანტონი გოტიე

გაფრთხილება: ალოე (36), გომისი (51), გომისი (54), პლეა (54), იმბულა (60), ჯა ჯეჯე (64), მენდი (87), ბუტეკი (89)

გაძევება: გომისი (54)

0.119495