ფეხბურთი

14:53 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები “განვითარების თასზე” საპრიზო ადგილებისთვის ვერ იბრძოლებენ

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, მინსკში მიმდინარე ტურნირ “განვითარების თასზე” C ჯგუფში მესამე მატჩი ლატვიელ თანატოლებთან ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.

გოჩა ტყებუჩავამ გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:

ისიანი, ბერძენაძე, ყურშავიშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ყურაშვილი, ნინუა, ბუღრიძე, არაბიძე, კოხრეიძე, გვასალია.

მე-13 წუთზე ანგარიში ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა, ლატვიელებმა საპასუხო გოლი 29-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო 10 წუთის შემდეგ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ხელს ფრეც აძლევდა, ხოლო მარცხის გამო, ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, როგორც მეორეადგილოსანი მეოთხე-მეექვსე ადგილებისთვის იბრძოლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120279