ფეხბურთი

19:07 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეფო ინგლისის ნაკრებს არ ეშვება

პრემიერლიგის ბინადარ “სანდერლენდის” ახალწვეული ცენტრალური თავდამსხმელი ჟერმენ დეფო აღიარებს, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ როი ჰოჯსონს მუნდიალის დაწყებამდე ელაპარაკა და მას შემდეგ მათ შორის საუბარი აღარ გამართულა.

ცენტრალური თავდამსხმელი ჰოჯსონმა მუნდიალისთვის ინგლისის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არ შეიყვანა და ფეხბურთელს იმედგაცრუება არც დაუმალავს.

“მას შემდეგ, რაც როიმ შემადგენლობის მიღმა დამტოვა, მასთან არ მისაუბრია. ან რატომ უნდა დავუკავშირდე? რაზე ვესაუბრო? განადგურებული ვიყავი. მუნდიალის დაწყებამდე ნაკრებში ვთამაშობდი. ვფიქრობდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებდი, მაგრამ როცა ჰოჯსონმა დამირეკა და საკუთარი გადაწყვეტილება მამცნო, იმედგაცრუებული ვიყავი. მან მითხრა: “შენ არ მიდიხარ. მაიკლ კერიკი და ეშლი კოულიც განაცხადს მიღმა არიან. ეს იმიტომ, რომ მინდა ტურნირზე ბევრი ახალგზარდა ფეხბურთელი მყავდეს. სანაკრებო კარიერა ჯერ არ დამისრულებია, ამჟამად კარგ ფორმაში ვარ და კიდევ შემიძლია ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა.” – განაცხადა დეფომ.

32 წლის დეფომ ინგლისის ნაკრებში 55 მატჩი ჩაატარა და მეტოქე 19-ჯერ დაამწუხრა. ჰოჯსონის გადაწყვეტილება გუნდის გაახალგაზრდავების შესახებ ერთის მხრივ მართებული გახლდათ, თუმცა ინგლისელი სპეციალისტის ფეხბურთელებმა ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ცუდი კვალი დატოვეს და D ჯგუფში კოსტა რიკის, ურუგვაის და იტალიის ნაკრებების შემდეგ ბოლო ადგილი დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114749