ფეხბურთი

17:08 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: "მოგებას ვიმსახურებდით"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა, ინგლისის თასის 1/2-ფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც სამშაბათს "ლივერპულსა" და "ჩელსის" შორის ფრედ (1:1) დასრულდა, ჟურნალისტებთან საუბარში რაჰიმ სტერლინგი შეაქო და განაცხადა, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა.
"გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგით არა. ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით, რადგან ჩვენ უამრავი მომენტი გვქონდა, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება სტერლინგს, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უნიჭიერესი ახალგაზრდაა და კარგ ფორმაში იმყოფება." -განაცხადა როჯერსმა.
"ლივერპულისა" და "ჩელსის" საპასუხო შეხვედრა 27 იანვარს "სტემფროდ ბრიჯზე" გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119972