ფეხბურთი

22:53 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამეგრელოს” ახალწვეულები

საფეხბურთო კლუბ “სამეგრელოში” გამოცდილი ფეხბურთელის ზაალ ელიავას გადასვლაზე უკვე ვწერდით. მეორე ლიგაში მოასპარეზე გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს და ამ დღეებში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა.

“სამეგრელოს” შეუერთდა ნახევარმცველი ზაზა სახოკია, რომელსაც ადრე “ვიტ ჯორჯიაში”, ერევნის “მიკაში”, “განძასარში” და ზუგდიდის “ბაიაში” უთამაშია. ასევე, ახალწვეულთა შორის არიან: ზურაბ ექვანია, სენაკის “ეგრისის” 19 წლის ფეხბურთელი ლაშა კალანდია და უკრაინელი ლეგიონერი ანდრეი ბაბროვი. ბაბროვი ამპლუით თავდამსხმელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109523