ფეხბურთი

14:24 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია: “პასპორტში შეცდომით კვერკველია ჩაწერეს”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მცველ სოლომონ კვირველიასთვის დღეში სამჯერ ვარჯიში პრობლემა არაა. ამის შესახებ მან ყაზანელთა ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

- შეკრების საწყისმა ათმა დღემ როგორ ჩაიარა?

- ვარჯიში, დასვენება, ისევ ვარჯიში, ისევ დასვენება. დღეში სამჯერ ასეა, გარდა იმ დღისა, როდესაც საკონტროლო მატჩს ვატარებთ. შეკრებაზე მსგავსი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა.

- იღლებით?

- ჩვენ იმ საქმეს ვაკეთებთ, რაც მოსამზადებელ პერიოდში გვევალება. მიმდინარე წლის პირველ ოფიციალურ მატჩამდე დიდი დროა და ამიტომ, აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება. ამიტომ, ჩემთვის სამჯერადი ვარჯიშები პრობლემა არაა. ცხადია, ზოგჯერ რთულია, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია. სამაგიეროდ, თამაშის დროს სირბილი გაგვიადვილდება. ასე უნდა გავაგრძელოთ და ტემპი არ შევანელოთ.

- ირანის “გოსტარეშის” წინააღმდეგ სრულად ითამაშეთ. ასეთი დატვირთვის ფონზე რთული არ იყო?

- სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე პრობლემა არ მქონია. თუმცა, მესმის, რომ ხშირად წინა და შუა ხაზის მოთამაშეებს უფრო მეტი სამუშაო აქვთ, ვიდრე მცველებს. განვლილ მატჩში ბურთს უფრო მეტად ვაკონტროლებდით და შესაძლოა, ამიტომ დაცვის ხაზს დიდი დატვირთვა არ ჰქონია.

- მას შემდეგ რაც ისტაგრამში თქვენი აქაუნთი გააკეთეთ, ბევრი გულშემატკივარი გვეკითხება თუ რატომ წერთ საკუთარ გვარს კვირკველიად, არადა ყველგან კვერკევლიად მოგიხსენიებენ?

- მართალია, ჩემი გვარი სწორედ ასე იწერება – კვირკველია, ხოლო თავის დროზე პასპორტში შეცდომით კვერკველია ჩაწერეს.

Loading...
0.13312