ფეხბურთი

14:59 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკეს 18-კაციანი განაცხადი, ჩავი გუნდს მიღმა

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა “დეპორტივოსთან” გასამართი მატჩის წინ ლუის ენრიკეს 18-კაციანი განაცხადი გაავრცელა. გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა “ბლაუგრანას” კაპიტანი ჩავი ერნანდესი. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა წვივის უკანა კუნთის ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა.

ჩავის გუშინ 17 იანვარს “ბარსელონას” ვარჯიშზე მონაწილეობა მიიღო, თუმცა როგორც გაირკვა, სარეაბილიტაციო პერიოდი ბოლომდე არ დაუსრულებია. ესპანური პრესა კი იუწყებოდა, რომ ესპანელის ლა კორუნიელების წინააღმდეგ თამაშის შანსი არსებობდა, თუმცა ლუის ენრიკემ სხვანაირად გადაწყვიტა.

“ბარსელონას” ტრავმის გამო ჩავი, ჟერემი მატიე და თომას ვერმალენი ვერ დაეხმარებიან. დუგლასი და მასიპი კი მწვრთნელმა განაცხადს მიღმა დატოვა.

პრიმერა დივიზიონის მე-19 ტურის სტუმრად ჩასატარებელ მატჩში “დეპორტივოს” წინააღმდეგ ლუის ენრიკე შემდეგ ფეხბურთელებს დაეყრდნობა: ბრავო, ტერ შტეგენი, მონტოია, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პედრო, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, ალბა, რობერტო, ადრიანო, ალვეში.

ლა კორუნიის “დეპორტივოსა” და “ბარსელონას” შორის დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109819