ფეხბურთი

14:20 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერის კარიდან გამოსვლას არ ეშვება (VIDEO)

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი მავნე ჩვევის ერთგული რჩება. "რეკორდმაისტერები" ყატარში შეკრებაზე იმყოფებიან და გუშინ 17 იანვარს საუდის არაბეთის გუნდ "ალ ჰილალის" წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. შეხვედრის 38-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი კარიდან ჩვეულ სტილში გამოვარდა და აზიელების შეტევის განეიტრალება სცადა.

2014 წლის ოქროს ბურთის პრედენდენტმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი სათანადოდ ვერ აართვა და მისდა სასიკეთოდ "ალ ჰილალის" ფეხბურთელებმა ეს მომენტი ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ აზიელები აღნიშნული მომენტიდან ერთ წუთში გოლით დაისაჯნენ. საბოლოოდ მატჩი მიუნხენელებმა 4:1 მოიგეს. ამ შეხვედრაში განსაკუთრებული შესაძლოა არაფერი იყო, თუმცა ნოიერის ნაცადმა მეთოდმა მსოფლიო კვლავ გაახალისა. მიმდინარე სეზონში გერმანელმა კარიდან გამოსვლა რამდენჯერმე სცადა და საინტერესოა როდემდე გაუმართლებს მსოფლიო ჩემპიონს აღნიშნული ტრიუკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128732