ფეხბურთი

3:25 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" ფრე "ინტერთან," გრიგალაშვილის გოლი კვიპროსში

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში “ემპოლიმ” საშინაო შეხვედრა რობერტო მანჩინის “ინტერთან” ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 71-ე წუთზე დატოვა მოედანი. მჭედლიძე გამოცდილმა მასიმო მაკარონემ შეცვალა.

“ემპოლის” 9 ნომერმა 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი ფორვარდის გუნდი ამ ეტაპზე 19 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

https://www.youtube.com/watch?v=7IroqSziMg8

ჰოლანდიის ჩემპიონატში მარცხი იწვნია “ვიტესმა.” გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი პსვ-თან გამართულ საშინაო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდნენ. მატჩში ერთადერთი გოლი პსვ-ს ფეხბურთელმა მაიერმა გაიტანა. გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, ხოლო ყაზაიშვილმა მოედანი 74-ე წუთზე დატოვა.

https://www.youtube.com/watch?v=AieBE2vbU2M

კვიპროსის ჩემპიონატში “ერმისისა” და “ომონიას” შეხვედრა 1:1 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა უჩა ლობჟანიძემ “ომონიას” რიგებში სრულად ითამაშა, 52-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

“აპოლონმა” 5:0 დაამარცხა “ნეა სალამინა.” დამარცხებულთა განაცხადში არ იმყოფებოდა ქართველი ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი.

“აპოელისა” და “ოთელოსის” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში “ოთელოსის” ქართველმა ფორვარდმა ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა, თუმცა საბოლოო მატჩი ფრედ დასრულდა. გრიგალაშვილმა მოედანი მე-80 წუთზე დატოვა, ხოლო როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119016