ფეხბურთი

11:27 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “უცხოპლანეტელი არ ვარ ყოველთვის 100%-ით მზად ვიყო”

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” თანაქალაქელი “ატლეტიკო” მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. 1/8-ფინალის პირველი მატჩი “როხიბლანკომ” “ვისენტე კალდერონზე” 2:0 მოიგო და ორი მატჩის ჯამში (4:2) “სამეფო კლუბი” ასპარეზობიდან გამოთიშა.

15 იანვარს გამართულ შეხვედრაში “ატლეტიკოს” მხრიდან ორი გოლი ფერნანდო ტორესმა გაიტანა, ხოლო “რეალიდან” თავი სერხიო რამოსმა და კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინეს. 2014 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელმა მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

“არ გაგვიმართლა, პირველი მატჩი წაგებული გვქონდა და ასპარეზობას გამოვეთიშეთ. მადლობა გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის, თუმცა ამავდროულად მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ასეთი შედეგისთვის. უცხოპლანეტელი არ ვარ ყოველთვის 100%-ით მზად ვიყო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ გუნდს წარმატება მოვუტანო.” – განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.

“ატლეტიკოს” მეტოქე მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში კატალონიის “ბარსელონა” იქნება. ლუის ენრიკეს შეგირდებმა ორი მატჩის ჯამში “ელჩე” 9:0 გაანადგურეს. გულშემატკივრები კი “რეალის” წარმატების და “ელ კლასიკოს” გამართვის მოლოდინში იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098086