ფეხბურთი

3:53 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ელ ნინიომ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაილაღა

ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის ბოლო სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. “ბარსელონამ” ერთი კვირის წინ 5:0 გაანადგურა “ელჩე” და შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდა. კატალონიელებმა ვალენსიაში მეორე შემადგენლობით ითამაშეს და ამჯერადაც დიდი ანგარიშით იმარჯვეს. ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული მადრიდის “ატლეტიკოს”, მაგრამ მათი მეტოქე “რეალი” იყო, რომლისთვისაც ფაქტობრივად არაფერია შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, მაყურებელი ძალიან საინტერესო და დაძაბულ დერბის ელოდებოდა.

შეხვედრის დებიუტი მასპინძელთათვის კოშმარული გამოდგა, პირველივე წუთზე ანტუან გრიზმანმა შესანიშნავად ითამაშა და პეპე გააბითურა, ხოლო შემდეგ საჯარიმოში მყოფი ფერნანდო ტორესი საჭირო დროს დაინახა და ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც კეილორ ნავასს მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით დაურტყა და მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. მასპინძლებს უკვე 4 გოლის გატანა სჭირდებოდათ, რისი შესრულებაც “ატლეტიკოსთან” ურთულესი საქმეა. “რეალმა” მთელი ძალებით შეუტია და მე-20 წუთზე სერხიო რამოსმა თავური დარტყმით გაათანაბრა. “ბლანკოსს” კიდევ რამდენიმე ეპიზოდში შეეძლო გატანა, მაგრამ პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარიც ზუსტად პირველის მსგავსად დაიწყო, გრიზმანმა კვლავ ტორესს გადააწოდა ბურთი, რომელიც პეპეს შესანიშნავი მოძრაობით გაუსწორდა და დუბლი გაიფორმა. მასპინძლებმა თამაშის ხალისი დაკარგეს, თუმცა რონალდუს გატანილი გოლის წყალობით დერბიში ზედიზედ მეოთხე მარცხს გადაურჩნენ – 2:2.

დღის მეორე შეხვედრაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იოლი გასეირნება გამოუვიდა “ბარსელონას”. გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე კატალონიურმა გრანდმა პირველივე ნახევარში სამჯერ დაამწუხრა ერერა, ხოლო 92-ე წუთზე ადრიანომ მეოთხეც გაიტანა და “ელჩეს” წვალებას ბოლო მოუღო. “ბლაუგრანამ” ორი მატჩის ჯამში 9:0 დაამარცხა მეტოქე.

კოპა დელ რეის მომდევნო ეტაპზე, “ბარსელონა” და “ატლეტიკო” შეხვედრებინ ერთმანეთს.

რეალი – ატლეტიკო 2:2 (1:1)


მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, პეპე (ვარანე 59), რამოსი, მარსელო, კარვახალი, კროოსი, ისკო, ხამეს როდრიგესი (ხესე როდრიგესი 72), რონალდუ, ბეილი, ბენზემა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, ხუანფრანი, მ.სუარესი, ტიაგო, რ.გარსია (რ.ხიმენესი 81), გრიზმანი (გაბი 74), კოკე, ფ.ტორესი (თურანი 58).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1;1:2 ფ.ტორესი (1;46), 1:1 რამოსი (20), 2:2 რონალდუ (54).
გაფრთხილებები: რამოსი, მარსელო, კარვახალი, ისკო – რ.გარსია, გოდინი, ტიაგო, კოკე
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 31(10)-8(2), ჯარიმა: 14-9, კუთხური: 10-4, თამაშგარე: 0-4, სეივი: 0-6

ელჩე – ბარსელონა 0:4 (0:3)

ელჩე, “მარტინეს ვალერო”

ელჩე (4-2-3-1): მ.ერერა, პელეგრინი (ფაჟრი 80), ლომბანი, პერალი, ალბაკარი, გალვეზი (როკო 69), პასალიჩი (ა.გონსალესი 63), ფრაგაპენე, ა.ხიმენესი, კორო, კ.ერერა.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მატიე, ბარტრა, მონტოია (დუგლასი 62), ადრიანო, რაფინია, გამბუ, ს.რობერტო, პედრო, ელ ჰადადი, ტრაორე (ჰალილოვიჩი 62).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 მატიე (21), ს.რობერტო (40), 0:3 პედრო (44 პენ.), 0:4 ადრიანო (92).
გაფრთხილებები: ალბაკარი, პერალი – ადრიანო
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 8(3)-17(6), კუთხური: 2-7, სეივი: 2-3

0.116065