ფეხბურთი

1:58 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბებერმა ქალბატონმა” ივარჯიშა

დღეს, იტალიის თასის ერთი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა. ტურინში “იუვენტუსმა” “ვერონა” მიიღო და ადვილად დაამარცხა.

გამარჯვებულის ვინაობა პირველივე ტაიმში გაირკვა. ანგარიში მე-6 წუთზე სებასტიან ჯოვინკომ გახსნა. “ატომურმა ჭიანჭველამ” ანდრეა პირლოს არ ყოფნაში საჯარიმოს შესრულება თავის თავზე აიღო და არც შემცდარა. მალევე “ბიანკონერიმ” მეორე გაიტანა. ამჯერად თავი რობერტო პერეირამ გამოიჩინა, რომელმაც სოლო რეიდის შემდგომ იხეირა. პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში კი ისევ ჯოვინკომ დააფიქსირა, ვინაც სტეფან ლიხშტაინერის კარგი გადაცემა შეირგო. “ბებერმა ქალბატონმა” სტუმართა რბევა მეორე ნახევარშიც გააგრძელა. 53-ე წუთზე თავისი გოლის გატანა ფრანგმა პოლ პოგმაც შეძლო. სამ წუთში ერთი ბურთის გაქვითა “”ვერონამაც” მოახერხა. კუთხურის შემდეგ თავი ბრაზილიელმა ნენემ გამოიჩინა. 63-ე წუთზე ჯოვინკოს წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ალვარო მორატამ აქცია. შეხვედრას წერტილი ულამაზესი გოლით ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კინგსლი კომანმა დაუსვა, რომელმაც 25 მეტრიდან უძლიერესად და შედეგიანად დაარტყა. საბოლოოდ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 6:1 გაიმარჯვა. “იუვენტუსი” მეოთხედფინალში “პარმას” შეხვდება.

“იუვენტუსი” – “ვერონა” 6:1 (3:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

“იუვენტუსი” (4-3-3): სტორარი; ლიხშტაინერი (მატიელო 83), ოგბონა (კიელინი 33), ბონუჩი, პადოინი; პერეირა, მარკიზიო, პოგბა; პეპე, მორატა, ჯოვინკო (კომანი 65)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ვერონა” (4-3-1-2): რაფაელი; როდრიგესი, მარკესი, სორენსენი, აგოსტინი; კამპანარო, ვალოტი, ჰალფრედსონი (მარტიჩი 70); ტაკჩიდისი (გრეკო 65); ნიკო ლოპესი (კაპელუცო 84), ნენე

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლები: 1:0 ჯოვინკო (6), 2:0 პერეირა (21), 3:0 ჯოვინკო (45), 4:0 პოგბა (53), 4:1 ნენე (56), 5:1 მორატა (63, პენ), 6:1 კომანი (79)

გაფრთხილება: ნენე (23), როდრიგესი (42)

Loading...
სტატისტიკა
0.2648