ფეხბურთი

12:13 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაღრაძე კვიპროსის მეორე დივიზიონში, ხუბუტია თადარიგში

ლევან მაღრაძე, რომელსაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაუტარებია, კარიერას კვიპროსის მეორე დივიზიონის (პირველი ლიგა) “კარმიოტისაში” აგრძელებს.

37 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში პირველი დივიზიონის “ერმისში” გამოდიოდა და კვიპროსის თასის ფინალში ითამაშა. მიმდინარე სეზონში კი, “კარმიოტისის” ღირსებას იცავს.

კვიპროსის თასის 1/8-ფინალში “კარმიოტისმა” ორი მატჩის ჯამში “ანაგენისს” აჯობა. სტუმრად 1:0 მოუგო, ხოლო სახლში 2:1 და 1/4-ფინალშია.

გამოცდილმა ქართველმა მარჯვენაფლანგელმა ორივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

ფამაგუსტას “ანორთოსისმა” 1/8-ფინალში სტუმრად მეორე დივიზიონის “დიგენისს” 2:1 სძლია. ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. კიდევ ერთი ქართველი შუახაზელი ირაკლი მაისურაძე ფამაგუსტელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.

კვიპროსის თასს დაემშვიდობა “ნეა სალამინა”, რომელსაც ცოტა ხნის წინ შოთა გრიგალაშვილი შეუერთდა. სტუმრად წაგებული პირველი მატჩის მსგავსად, “ნეა სალამინა” ლარნაკას აეკ-თან სახლშიც 0:1 დამარცხდა. გრიგალაშვილი სამატჩო განაცხადში არ იყო.

საბერძნეთის სუპერლიგის მე-18 ტურში “კერკირას” 18-კაციან განაცხადში აკაკი ხუბუტია მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. “კერკირამ” სტუმრად “პანთრაკიკოსთან” 0:1 წააგო და 21 ქულით 18 გუნდში მეთორმეტეა.

ოფი გასვლაზე “პანაიტოლიკოსთან” უქულოდ დარჩა – 1:3. მეკარე გიორგი ლორია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი ოფელთა 18 კაცში არ იყვნენ. კრეტელები 20 ქულით მე-11 პოზიციაზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112913