ფეხბურთი

20:48 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები წელს მინსკის ტურნირით იწყებენ

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, 2015 წელს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 18-26 იანვარს გასამართი ტრადიციული ტურნირით გახსნის.

ქართველები ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” შეირიბნენ, ხოლო მინსკში 16 იანვარს გაემგზავრებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ტყებუჩავას განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: ლევან ისიანი, ლუკა გუგეშაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი)

მცველები: ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ომარ ბულუხაძე, ირაკლი ბუღაძე (ორივე „საბურთალო“), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: აკაკი ყურაშვილი, ნიკა ნინუა, ირაკლი ბუღრიძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ვატო არველაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), გიორგი არაბიძე, დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), გაგა კუხიანიძე, გიორგი კოხრეიძე, ბექა ნიკოლაშვილი (ყველა „საბურთალო“), ნიკა კვანტალიანი („დინამო“, ბათუმი)

თავდამსხმელები: თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), გიორგი წულეისკირი („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი გვასალია („ვიტ ჯორჯია“, თბილისი).

მინსკის საერთაშორისო ტურნირი მეთერთმეტედ იმართება და გუნდები სამ ჯგუფში გადანაწილდნენ.

A ჯგუფი: ბელარუსი, ჩეხეთი, ჩინეთი, მოლდოვა

B ჯგუფი: რუსეთი, ფინეთი, იაპონია, ლიტვა

ჯგუფი: უკრაინა, საქართველო, ირანი, ლატვია

მომავალი ტურნირის მატჩების განრიგი ასეთია:

18 იანვარი

რუსეთი - ლიტვა

ფინეთი - იაპონია

ჩეხეთი - ჩინეთი

19:30 - ტურნირის საზეიმო გახსნა

ბელორუსი - მოლდოვა

19 იანვარი

უკრაინა - ლატვია

15:10 - საქართველო - ირანი

ბელორუსი - ჩეხეთი

მოლდოვა - ჩინეთი

20 იანვარი

რუსეთი - ფინეთი

ლიტვა - იაპონია

17:20 - უკრაინა - საქართველო

ლატვია - ირანი

21 იანვარი

იაპონია - რუსეთი

ფინეთი - ლიტვა

ჩეხეთი - მოლდოვა

ჩინეთი - ბელორუსი

22 იანვარი

13:00 - საქართველო - ლატვია

ირანი - უკრაინა

23-24 იანვარი

ნახევარფინალები

25 იანვარი

ფინალები

19:45 - დაჯილდოების საზეიმო ცერემონია

0.150927