ფეხბურთი

18:20 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" გომესი მოიძულა

"სპორტ მედიაზეტის" ინფორმაციით, ფლორენციის "ფიორენტინა" მზადაა გერმანელ თავდამსხმელ მარიო გომესს დაემშვიდობოს. გომესით დაინტერესებას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი "სუონსი" იჩენს, რომელიც კოტ დივუარელი ფორვარდის ვილფრიდ ბონის შემცვლელს ეძებს. ფლორენციაში გომესის თამაშით უკმაყოფილონი არიან. მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა.

თავის მხრივ, "ფიორენტინა" გომესის შესაძლო შემცვლელად "რომას" 22 წლის ფორვარდ მატია დესტროს განიხილავს. დესტროს მიმართ ინტერესს "იების" გარდა, "მილანიც" იჩენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112701