ფეხბურთი

13:28 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრაუჩს “სტოკში” დარჩენა სურს

ინგლისელ ფეხბურთელ პიტერ კრაუჩს “სტოკ სიტისთან” კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისს უმთავრდება. ცენტრალური თავდამსხმელი კი “მეთუნეთა” რიგებში დარჩენას იმედოვნებს.

“არ ვიცი მომავალში რა მოხდება, მაგრამ “სტოკიში” თავს ბედნიერად ვგრძნობ. კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს მიმთავრდება. ამ დროისთვის მხოლოდ ჩემ თამაშზე ვარ ფოკუსირებული, რათა ბევრი გოლი გავიტანო. მსიამოვნებს, როცა გუნდში ჩემი სჯერათ და ვიმედოვნებ “სტოკში” თამაშს კიდევ რამდენიმე წელი შევძლებ”, – განაცხადა ინგლისელმა თავდამსხმელმა.

მიმდინარე სეზონში კრაუჩმა 23 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 2-ჯერ სხვასაც გაატანინა. “სტოკ სიტიში” ფეხბურთელი 2011 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს და 139 ჩატარებულ მატჩში თავი 37 გოლი გაიტანა.

0.122574