ჭადრაკი

15:28 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

11 ქალი და 1 ვაჟი საჭადრაკო რეიტინგებში

ახალი წლის შემდეგ, ფიდე-მ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა მსოფლიო რეიტინგები პირველად გამოაქვეყნა. მოწინავე ასეულებში თერთმეტი ქართველი ქალი და მხოლოდ ერთი ვაჟია.

ქალთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: 1. იუდიტ პოლგარი (უნგრეთი, 2693), 2. იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2629), 3. ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2613), 4. ქსიუე ჟაო (ჩინეთი, 2567), 5. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2566), 6. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2546), 7. კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2543), 8. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2527), 9. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2527), 10. პია კრამლინგი (შვედეთი, 2525).

ასეულში ძაგნიძის ძაგნიძისა და ხოტენაშვილის გარდა, 9 ქართველი მანდილოსანია: 33. ნინო ხურციძე (2456), 34. სალომე მელია (2453), 47. ლელა ჯავახიშვილი (2430), 51. ნინო ბაციაშვილი (2428), 69. სოფიკო გურამიშვილი (2398), 84. თამარ წერეთელი (2375), 85. მერი არაბიძე (2374), 86. სოფიკო ხუხაშვილი (2374) და 90. მაია ლომინეიშვილი (2366).

ვაჟთა ათეულში ასეთი მდგომარეობაა: 1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2872), 2. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2812), 3. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2789), 4. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2787), 5. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2785), 6. ფაბიანო კარუანა (იტალია, 2782), 7. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2777), 8. ბორის გელფანდი (ისრაელი, 2777), 9. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2773), 10. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2759).

მოწინავე ასეულში ერთადერთი ქართველი დიდოსტატია – ბაადურ ჯობავა (2710), მას 37-ე პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11487