ფეხბურთი

10:52 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: “არაკომპეტენტურობა თუ მიკერძოება”?

სამხრეთიტალიის “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მისი გუნდის გუშინდელ მარცხში წილი შეხვედრის არბიტრებმაც დაიდეს. კინომაგნატის მტკიცებით, ტურინელმა მარტინ კასერესმა გოლი თვალსაჩინო თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა, არბიტრებმა კი დარღვევაზე თვალი დახუჭეს.

“წარმოუდგენელია, 6 მსაჯიდან ვერცერთს ვერ შეემჩნია “იუვენტუსის” ერთბაშად 2 ფეხბურთელი ოფსაიდში რომ იმყოფებოდა. საქმე არაკომპენტენტურ ან მიკერძოებულ მსაჯობასთან გვაქვს. ექვსივე არბიტრი ფეხბურთს ხანგრძლივი ვადით უნდა ჩამოშორდნენ”, - ბობოქრობს სინიორ აურელიო და დასძენს: “იუვე” ისედაც ძლიერი გუნდია და თუკი მსაჯებიც დაეხმარებიან, მისი დამარცხება შეუძლებელი ხდება”.

“ნაპოლი” საკუთარ “სან პაოლოზე” “იუვენტუსთან” 1:3 დამარცხდა, კასერესმა კი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 1:2 გახადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112277