ისტორია

10:26 | 12.11

0
12 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1968 - თბილისის “დინამომ” კუიბიშევის “კრილია სოვეტოვი” 7:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დინამოელთა ფორვარდმა გოჩა გავაშელმა ხუთი გოლის გატანა მოახერხა, რითიც ორი წლის წინ ილია დათუნაშვილის მიერ ნაჩვენები მიღწევა გაიმეორა. თუმცა, 1966 წელს დათუნაშვილმა ერევნის “არარატს” ხუთი ბურთი ერთ ტაიმში გაუტანა, გავაშელს კი ამისთვის ორივე ტაიმი დასჭირდა. “კრილია სოვეტოვის” კარში დანარჩენი ორი გოლი გივი ნოდიამ და კახი ასათინმა შეაგდეს.

10:12 | 09.11

0
9 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1974. დაიბადა ალესანდრო დელ პიერო. იტალიის ეროვნული ნაკრების, “პადოვასა” (1991-1993) და ტურინის “იუვენტუსის” (1993 წლიდან) ფეხბურთელი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატების 1998 და 2002 წლების გათამაშებებშიც, ასევე 1996, 2004 და 2006 წლების ევროპის პირველობაზე. ალესანდრო დელ პიერომ ოთხჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 1996 წელს ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა. ის იტალიის ხუთგზის ჩემპიონია (1995, 1997, 1998, 2002, 2003). მოგებული აქვს იტალიის თასი (1995), იტალიის სუპერთასი (1995, 1997, 2002, 2003), უეფას სუპერთასი (1996) და საკონტინენტთაშორისო თასი (1996), ასევე ინტერტოტოს თასი (1999). 2006 წელს, “ჩაწყობილ მატჩებთან” დაკავშირებით, იტალიაში აგორებული სკანდალის გამო, “იუვენტუსი” სერია B-ში დააქვეითეს, თუმცა დელ პიერომ და კომპანიამ მომდევნო სეზონში, კვლავ სერია A-ში დაბრუნება შეძლო. თავად ალესანდრო კი, სერია B-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იტალიის 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა ნაკრებთან ერთად, დელ პიეროს ევროპის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული. 1998 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1997 და 1998 წლებში გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. აგრეთვე არის ტურინის “იუვენტუსის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 2010 წლის 30 ოქტომბერს დელ პიერომ სერია A-ში 179-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით “იუვეს” კიდევ ერთი ლეგენდის ჯამპიერო ბონიპერტის რეკორდი გააუმჯობესა. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 27 გოლი.

190902,190773

10:19 | 07.11

07 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944 - დაიბადა ლუიჯი რივა. იტალიის ნაკრების (1965-74), “ლინიანოს” (1961-62), “კალიარის” (1962-76) ფორვარდი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. რივამ ფინალში გოლი გაიტანა. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ...

10:23 | 05.11

05 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1952- დაიბადა ოლეგ ბლოხინი. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა კიევის “დინამოში” (1969-88, 433 მატჩი, 211 გოლი), ავსტრიულ “ფორვერტსა” (1988-89, 41 მატჩი, 9 გოლი) ...

10:32 | 04.11

04 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1904 - დაიბადა ანდრო ჟორდანია. ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. განსაკუთრებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით თბილისის “დინამომ” სამჯერ მოიპოვა საკავშირო პირველობის ბრინჯაოს ...

10:00 | 03.11

03 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

10:08 | 02.11

02 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944. ალექსანდრე მეტრეველი. ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი. ყველაზე პრესტიჟული გათამაშების, უიმბლდონის ტურნირების სამგზის ფინალისტი (ერთეულთა და ორჯერ შერეულ წყვილთა თანრიგში, ოლგა მოროზოვასთან ერთად). ...

11:24 | 31.10

031 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1920 - დაიბადა ფრიც ვალტერი. გერმანიის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. “კაიზერსლაუტერნის” რიგებში ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1940 წელს პირველი მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების რიგებში და რუმინეთს ...

09:57 | 28.10

028 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1933- დაიბადა გარინჩა (მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ოთხი ...

10:40 | 26.10

026 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1863 წელს დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ფეხბურთის წესები. მოხდა ფეხბურთისა და რაგბის გამიჯვნა, რის შემდეგაც რაგბი სპორტის დამოუკიდებელ სახეობად გარდაიქმნა. ამას საფუძველი ...

10:17 | 24.10

024 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 – დაიბადა გია სანაძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “ვითას” კალათბურთელი. საქართველოს ჩემპიონი.

10:16 | 22.10

022 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949. დაიბადა არსენ ვენგერი. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა “სტრასბურგში” და 1979 წელს გუნდთან ერთად გაიმარჯვა საფრანგეთის პირველ ლიგაში. წვრთნიდა “ნანსის” (1984-87), “მონაკოს” ...

0.613734