გაფერმკრთალებული ჯესის ფონზე გაბრწყინებული იენა (ფოტოგალერეა)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევ ჯესი ლინგარდს ბოლო ხანს კარიერაში მთლად წარმატებული ხანა არ უდგას და სხვადასხვა გასართობი სპორტული გვერდების ქილიკის საბაბიც არაერთხელ გამხდარა.

როგორც ჩანს, ინგლისელის დაღმასვლას თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიც აქვს. ჯესი ერთი ხანობა ულამაზეს მოდელ იენა ფრუმესს ყვარობდა და მასთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, შემდეგ წყვილის ცხოვრებაში შავი ღრუბლები გაჩნდნენ და დაშორება გადაწყვიტეს.

ლინგარდის კარიერული წარუმატებლობის ფონზე, იენა წინ მიიწევს და სოციალურ ქსელში გამომწერთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ფრუმესს ამჟამად ინსტაგრამში თითქმის 4 მილიონი მიმდევარი ჰყავს და იმავე გვერდზე განთავსებულ ფოტოებს თუ გადავხედავთ, ცოტა უცნაურიც არის, რომ ეს რაოდენობა გაცილებით მეტი არაა. თუმცა, ყველაფერი წინაა, იენაც უფრო და უფრო თამამ ფოტოებს გამოამზეურებს...

სხვა ალბომები
0.118312