ფეხბურთის დამავიწყებელი და კაშკაშა ფედერიკა (ფოტოგალერეა)

ალესანდრო მატრი დრო იყო მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდა ბურთის თამაშს, მაგრამ უკვე კარგა ხანია მისი მზე ჩაესვენა და ბოლო დროს გუნდებს პანტა-პუნტით იცვლის.

ალესანდროს მზე საფეხბურთო მინდორზეა ჩასული, თორემ ისე რა უჭირს, რომ იტყვიან, მის ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს. მატრის კარიერის საუკეთესო პერიოდი „იუვენტუსს“ უკავშირდება და ამ შემთხვევაშიც ვერ ვიტყვით, რომ ციდან ვარსკვლავებს წყვეტდაო.უამრავი საფეხბურთო გუნდი გამოიცვალა და ასე თუ ისე, ფართო საზოგადოებას თავი მაინც გააცნო.

ცოდვა გამხელილი სჯობს და, ალესანდროს დიდად ბურთის სადევნად არც ეცალა, უმშენიერეს და ტანწერწეტა ფედერიკა ნარჯის კუთვნილ დროს გულმოდგინე ვარჯიშში ხომ ვერ გაატარებდა?

აწხსენებული ფედერიკა ნარჯი ალესანდრო მატრის მომხიბვლელი მეორე ნახევარია, რომელმაც მეუღლეს ფეხბურთი სულ მთლად გადაავიწყა და ეს რომ სიმართლესთან ახლოსაა, ფოტოები თავად დაგარწმუნებთ.

სხვა ალბომები
0.117416