ულამაზესი ლაურა - იტალიური ფეხბურთის ეფექტი და მშვენება (ფოტოგალერეა)

ფეხბურთი სპორტის ლამაზი სახეობაა, მაგრამ ლამაზმანები კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებენ. ამიტომაცაა, რომ სპორტული არხების ეკრანებიდან ხშირად მომხიბვლელი და მიმზიდველი სუსტი სქესის წარმომადგენლები გვიღიმიან.

ლაურა ბარიალესი ესპანელი ტელეწამყვანია, რომელიც უკვე 38 წლისაა, მაგრამ ასაკი სულაც არ ეტყობა და 18 წლის გოგოსავით გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ლაურა 1982 წელს ლეონში (ესპანეთში) დაიბადა, მისი სახელი მაინც იტალიასთან ასოცირდება, სადაც პირველად 2006 წელს, ტელეკომპანია Rai-ზე გამოჩნდა.

მას შემდეგ ბარიალესმა არაერთი ტელეგადაცემა მოიარა და ბოლოს საფეხბურთო სცენაზეც გამოჩნდა. 2014 წელს, მისი საყვარელი გუნდის, „იუვენტუსის“ ტელევიზიაში მთავარ სახედ მიიწვიეს და აბა ამ გამოწვევაზე უარს როგორ იტყოდა. ნატურალიზებულმა იტალიელმა (როგორც უკვე ვთქვით, ესპანეთში დაბადებულია) საყვარელ გუნდში საქმიანობა დიდხანს არ გააგრძელა და 2016 წელს სერია A-ს ტელესახე გახდა, სადაც ფეხბურთელებთან თუ მწვრთნელებთან არაერთი საინტერესო ინტერვიუც მოამზდა.

ბოლო დროს ლაურა ჩრდილშია, რაც შვილის გაჩენას უკავშირდება (2018 წლის შემოდგომაზე), მაგრამ ხანდახან მაინც გამოჩნდება პრესის ფურცლებსა თუ ტელეეკრანებზე, ძირითადად „იუვენტუსის“ შესახებ ეკითხებიან აზრს და სხვათა შორის, ის იმ იშვიათთაგანი „იუვეს“ ქომაგია, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი დიდად არ გახარებია.

რონალდუ იქეთ იყოს და ლაურა ბარიალესის სილამაზესა და ეფექტურობაში ქვემოთ მოცემული ფოტოები ნამდვილად დაგარწმუნებთ.

სხვა ალბომები
0.101797