ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

12:05 | 09 აგვისტო, 2020

ეს ჩვენ შეგვიძლია!

მოდით, პირდაპირ ერთგვარი პათეტიკური კითხვით დავიწყებ: რატომ ვართ ვალდებულები, რომ ბელორუსის საფეხბურთო მატჩზე (თუკი ქომაგები დაგვიშვეს), გავავსოთ ეროვნული სტადიონი?! ყველას ჩვენ-ჩვენი წვრილმან-მსხვილმანი პრობლემები და საქმეები გვაქვს. ზოგს ფეხბურთთან მწყრალად მყოფი დირექტორები დააყოვნებენ სამსახურში და ზოგს ცოლები დაავალებენ ბავშვის პამპერსებისა და საჭმელის მოსატანად საშოვარზე წასვლას. ზოგს მეგობრები მიიწვევენ დიდ-პატარა სუფრებზე და ყანწის ტრიალს შესთავაზებენ. იქნებიან ისეთებიც, რომელთაც, საკუთარი გაფუჭებული ავტომანქანის ხელოსანის ”თავზე დადგომა” აქვთ გადაწყვეტილი. ავად გამხდარი ხალხი ხომ იქნებიან და იქნებიან... მაგრამ, ამ ათასი პრობლემებისა და ვაგლახის მიუხედავად, ფეხბურთზე მწყრალად მყოფი “ხაზეინებისა” და ზანტი ხელოსნების არსებობის მიუხედავად – ჩვენ ამ ერთ დღეს, უნდა ავდგეთ, მაქსიმალურად უბრალოდ ჩავიცვათ, თუკი საკუთარი არ გვაქვს, მეზობლისაგან ვინათხოვროთ დროშები და მწყობრი თუ არეული ნაბიჯებით გავუყვეთ წერეთლის გამზირს. ჩვენ უპირველესად საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ გადატენილი ეროვნული სტადიონი მხოლოდ წარსულის ლამაზი ზმანება არ არის და დღესაც ისეთივე გულიანი და საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ერთგული ხალხი ვართ, როგორც ათეულობით წლების წინ ვიყავით. პირთამდე გადატენილი სტადიონი ხომ ჩემს თაობას მხოლოდ ერთხელ – გერმანიის ეროვნულლ ნაკებთან მატჩში ახსოვს.

ლევან სეფისკვერაძე

12:57 | 02 აგვისტო, 2020

ერთჯერადი ქვეყანა

თუკი საქართველოში ჩამოსულ ალექსანდრე დიუმას დავერწმუნებით, (ანდა რატომ არ უნდა ვერწმუნოთ?) მე-19-ე საუკუნის ბოლოს თბილისი პარიზზე ბევრად უფრო ძვირი ქალაქი იყო. დიუმა გაოგნებული იხსენებს იმ ეპიზოდს, როდესაც თბილისელმა დალაქმა თმის შეჭრაში მას იმაზე ლამის 10-ჯერ მეტი ფული სთხოვა, ვიდრე პარიზელი თუნდაც ცნობილი დალაქი მოსთხოვდა. ნახსენები თბილისელი დალაქი რა თქმა უნდა იმ ეპოქის ელიტარული “სტილისტი” იქნებოდა (ქართველები დიუმას არაპრესტიჟულ პარიკმახერს ნამდვილად არ აკადრებდნენ) და შესაბამისად, მეძვირეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საპარიკმახერო მომსახურების ფასში თბილისსა და პარიზს შორის ამხელა სხვაობა მართლაც რომ ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

ლევან სეფისკვერაძე

13:04 | 12 ივლისი, 2020

ეს ის ფეხბურთი არ არის!

“სიყვარულს დრო რომ ვერაფერს აკლებს“ - ეს მცნება ფეხბურთს და ფეხბურთის სიყვარულსაც ეხება. ეს სიყვარული შეიძლება გაიცვითოს, გახუნდეს, მაგრამ რაღაცნაირად არ გინდა მოშორება ბავშვობის მეგობრის მიერ ნაჩუქარი, რეცხვისგან გადაცრეცილი არგენტინის ნაკრების მაისურივით, რომელსაც აღარც ნომერი ეტყობა, ლურჯი ზოლებიც ერთიანად ფერწასული აქვს, მაგრამ მაინც გინდა ცოტა ხანს კიდევ “აცოცხლო“. ალბათ ადამიანის ბუნება ასეთია...

დათო ბაკურაძე

10:52 | 11 ივლისი, 2020

გაემიჯნეთ პოლიტიკას, უქომაგეთ ცსკა-ს!!!

...რავი, ხომ სწორად დავწერე? ხომ არაფერი შემშლია? თუ რამე შემეშალა, შემისწორეთ გეთაყვა, ნუ მომერიდებით. ანდაც, რაა მოსარიდებელი, როდესაც ამოდენა კრიტიკა დაატყდა ადამიანს, გამოჩენილ სპორტსმენს და მის, კარგა მოზრდილი რაოდენობის მხარდამჭერს.

ლევან სეფისკვერაძე

10:52 | 28 ივნისი, 2020

სხვა არჩევანი

რაც თავი მახსოვს, საქართველოში სულ იმაზეა მსჯელობა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ოდესმე მოხვდება თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე და გვექნება თუ არა შანსი, ერთხელ მაინც მივაღწიოთ უდიდეს საფეხბურთო ფორუმამდე.

ლევან სეფისკვერაძე

11:04 | 21 ივნისი, 2020

უცნაური სატრანსფერო ლოგიკა

კრიშტიანუ რონალდუში და მესიში გადახდილი ათეულობით მოლიონი წყალში გადაყრილი თანხა არასოდეს იქნება. სულ რომ ქვეყანა დაიქცეს და მთელი კაცობრიობა უიღბლობამ შეიპყროს, რონალდუ და მესი ის ხალხი არ არიან, თავიანთი გასაკეთებელი რომ ვერ გააკეთონ და სკეპტიკოსებს სალაპარაკო მისცენ, თუმცა...

ლევან გოგოტიშვილი

22:01 | 16 ივნისი, 2020

თორნიკეს არჩევანი - რატომ ცსკა?!

"რა აპოლიტიკური, რუსეთის არმიის გუნდში გადადის ჩვენი ნაკრების კაპიტანი" ...გეთანხმებით, მაგრამ დღეს ჩემი ერთადერთი მიზანი ისაა, რომ იმ ადამიანების ნაწილს მაინც დავანახო მედლის ორივე, მეორე ან ერთი მხარე მაინც, რომლებიც გასაგები თუ გაუგებარი, პოლიტიკური თუ აპოლიტიკური, ლოგიკური თუ ალოგიკური მიზეზებით მუდმივად გაიძახიან, რომ სპორტი პოლიტიკა არაა.

ლევან სეფისკვერაძე

13:22 | 14 ივნისი, 2020

სპორტით შეშინებულნი

სამწუხაროდ აფრიკის, აზიისა თუ ლათინური ამერიკის მინდვრებზე განა ერთ და ორი ფეხბურთელი დაღუპულა უეცარი სიკვდილით მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ავადმყოფობა არავის დაედგინა. მწვანე ბალახზე ოფლის მღვრელი ახალგაზრდა ბიჭების უეცარი სიკვდილი დღემდე ყოვლად წარმოუდგენელ ამბად ითვლება.

ლევან სეფისკვერაძე

10:38 | 07 ივნისი, 2020

პრიმერა იწყება

კორონავირუსის ეპიდემიის დაძლევის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებას ესპანელი და არამხოლოდ ესპანელი გულშემატკივარი განსაკუთრებული მოლოდინით ელოდა. იძულებითი შესვენება ბობოლა ესპანურმა კლუბებმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენეს და პრიმერა დივიზონი ამ ეტაპზე არაერთი მაღალი კლასის ლეგიონერით გაძლიერდა. ესპანეთში განსაკუთრებით არგენტინელი და ბრაზილიელი დებიუტანტების მოძალება შეინიშნება, რაც ბუნებრივია, რადგან მსგავსი ტენდენცია წლების განმავლობაში დიდი ზრდადობით იმატებს და გარდა ამისა, ლათინოამერიკული სახელმწიფოების მოქალაქეთა უმეტესობისათვის ისტორიული სამშობლო ხომ სწორედ ესპანეთია.

ლევან სეფისკვერაძე

11:57 | 31 მაისი, 2020

რიკარდუ კარლუშის ფიქრები

ნახეთ, როგორ გადახუნდა “ბოტაფოგოს“ დროშა სამხრეთის ტრიბუნის თავზე რომ აღმართეს უხსოვარ დროს. სტადიონის მინდვრის გაზონიც გასაკრეჭია. ამდენი ხანი აბა რომელი გუნდი გაჩერებულა უფეხბურთოდ? მაგრამ კანონი ყველასთვის ერთია და რიკარდუ კარლუშმაც იცოდა, რომ წესების დარღვევა არამხოლოდ მას, კლუბსაც მოეკითხებოდა. კლუბს, რომელსაც 40 წელი ერთგულად ემსახურა და სულ მისი ხელით გაკეთებულა ამ სტადიონზე ყველაფერი კარის ძელის დარჭობით დაწყებული და ტრიბუნის მოაჯირების შეღებვით დასრულებული.

ლევან სეფისკვერაძე

15:38 | 24 მაისი, 2020

სხვისი შვილები

უკვე მეოთხე წელია საქართველოში ძალაში შევიდა კანონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ. ასეთ ზონებად აღიარეს არა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებები, არამედ საავადმყოფოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ზოგიერთი სკვერი და კაფეებიც კი. თუმცა ერთია კანონის მიღება და მეორეა მისი შესრულება.

123456შემდეგი >>
0.169892