ჟურნალისტის გვერდი
სახელი: ირაკლი
გვარი: ალიმბარაშვილი

16:27 | 03.08.2018

0“არსენალმა” აკპომი გაასხვისა

“არსენალმა” ახალგაზრდა თავდამსხმელი ჩუბა აკპომი პაოკ-ში გაასხვისა. 22 წლის მოთამაშემ ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო ლონდონური კლუბი მის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს მიიღებს. ...

16:00 | 03.08.2018

0უილიამსი “სტოკში” ითამაშებს

“ევერტონის” და უელსის ნაკრების ცენტრალური მცველი ეშლი უილიამსი, მომდევნო სეზონში “სტოკ სიტიში” იჯარით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

15:30 | 03.08.2018

0“მანჩესტერ იუნაიტედმა” მეკარე გაანათხოვრა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ახალგაზრდა მეკარე ჟოელ პერეირა “სეტუბალში” გაანათხოვრა. 22 წლის კიპერი სამშობლოში მომავალ სეზონს ჩაატარებს.

19:20 | 02.08.2018

0“ბეტისმა” სიდნეი გაიფორმა

ბრაზილიელი ცენტრალური მცველი სიდნეი და სილვა კარიერას “ბეტისში” განაგრძობს. ამის შესახებ სევილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

18:55 | 02.08.2018

0“ნიუკასლმა” იაპონიის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

იაპონიის ნაკრების თავდამსხმელი იოშინორი მუტო კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს. “ნიუკასლის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელმა “კაჭკაჭებთან” ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

18:20 | 02.08.2018

0კუაიტე “კრისტალ პალასში” გადავიდა

სენეგალის ნაკრების კაპიტანი შეიხუ კუაიტე კარიერას “კრისტალ პალასში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

17:50 | 02.08.2018

0“სარასენსმა” ვუნიპოლებს გაუხანგძლივა

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა “სარასენსმა” ძმებს, მაკო და ბილი ვუნიპოლებს ახალი კონტრაქტები გაუფორმა – წერს ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

17:00 | 02.08.2018

02018 წლის სუპერ რაგბის ფინალი: გუნდების შემადგენლობები

შაბათს თბილისის დროით 11 საათსა და 35 წუთზე კრაისტჩერჩში 2018 წლის სუპერ რაგბის ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი “კრუსეიდერსი” “AMI სთედიუმზე” გასული სეზონის ფინალისტს “ლაიონს” უმასპინძლებს. ...

02:15 | 02.08.2018

4ოფიციალურად: აბურჯანია “ლუგოში” ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას “ლუგოში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია გალისიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

21:20 | 01.08.2018

0არგენტინის ნაკრები ლედესმამ ჩაიბარა

არგენტინის ნაკრებს მარიო ლედესმა გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.264806