მეხუთედ საქართველოში
«გაზეთ მსოფლიო სპორტის თასი» სახალხო გამოკითხვა —
„აირჩიე 22-დან“
2010 წლის 14 დეკემბრიდან 2011 წლის 13 იანვრის 18 საათამდე გულშემატკივარს საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს SMS–გამოკითხვაში წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოსავლენად ნომინანტებად შერჩეულია 22 ფეხბურთელი, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული აქვს საკუთარი კოდი. გამოკითხვაში მონაწილე გულშემატკივარი ერთი ნომრიდან აგზავნის მხოლოდ ერთ SMS-ს, მისი რჩეული ფეხბურთელის კოდით (1-დან 22-ის ჩათვლით) ნომერზე 2112
„გაზეთ მსოფლიო სპორტის თასი“ გადაეცემა ფეხბურთელს, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ SMS-ხმას.
გამარჯვებული ფეხბურთელის პირველი მწვრთნელი, ერთი წლის განმავლობაში, მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით.
გამოკითხვაში მონაწილეობენ: მაგთი-ს, ჯეოსელი-ს, ლაი-ლაი-ს, ბილაინის და ბალი-ს აბონენტები (ბალი-ს აბონენტებს 6 თეთრი ლარის ანგარიშზე უნდა ჰქონდეთ).