worldsport.ge–ს მომხმარებელთათვის

ჩვენი საიტის ნახვა შეუძლია მათაც, რომლებიც მობილური ტელეფონის ინტერნეტით სარგებლობენ. თუკი აქამდე მობილური ინტერნეტით საიტზე შესვლისას (მესამე თაობის მობილური ტელეფონებით) ქართული შრიფტი არ იკითხებოდა, ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. საამისოდ, მომხმარებლებმა მესამე თაობის მობილურ ტელეფონებში უნდა დააყენონ Opera-mini და შემდეგი ინსტრუქციით იმოქმედონ:

  1. გახსენით Opera-mini და სამისამართო ველში ჩაწერეთ opera:config (წინ არ უნდა მიუთითოთ www).
  2. გვერდზე შესვლისას გამოჩნდება კონფიგურაციული სისტემა. მოძებნეთ განყოფილება Use bitmap fonts for complex scripts. გვერდით კვადრატში No-ს ნაცვლად მიუთითეთ Yes.
  3. შემდეგ, სულ ქვევით, დააჭირეთ Save და ისე გამოდით ამ გვერდიდან, რის შემდეგაც მობილურის ინტერნეტით სარგებლობისას www.worldsport.ge–ზე შესვლისას ქართული შრიფტიც გამოჩნდება.