ფეხბურთი

11:19 | 4.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ცისკარიძე – კანადაში მოთამაშე ქართველი

ზურაბ ცისკარიძე – გსმენიათ ამ ფეხბურთელის შესახებ? ის 23 წლისაა, კანადის “ვანკუვერ ვაითქაპსში” თამაშობს და ცნობილი ქართველი ოპერის მომღერლის, ზურაბ ცისკარიძის ვაჟია.
კანადური კლუბის ვებ-გვერდი ფეხბურთელ ცისკარიძეზე წერს: “მამამისი, ზურაბ ცისკარიძე 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოდან აშშ-ში ჩამოვიდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. პატარა ზურაბი კი, პირველად პოლონურ კლუბში გამოჩნდა - დედამისი, ვალერია მაზეპჩიკი პოლონელი ბალერინაა და ბავშვიც 2000 წელს ვარშავის “ლეგიას” ასაკობრივ გუნდში იმყოფებოდა”.   
შემდგომში, პატარა ზურაბი ამერიკაში დაბრუნებულა და რამდენიმე სკოლის გუნდში თამაშის მერე ბრაზილიას მიაშურა, სადაც “გრემიოს” 20-წლამდელებშიც იყო. შემდეგ კი იყო მისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი - საფრანგეთის რანგით მე-3 ლიგის გუნდ “სეტეში” ჩაირიცხა, სადაც 7 მატჩი ჩააატარა და ამერიკაში დაბრუნდა. აშშ-ში რანგით მე-2 ლიგის “მაიამიში” გაატარა შარშანდელი წელიწადი და 18 მატჩში ერთი გოლიც გაიტანა.
ახლა კი ზურაბი კანადის ჰოკეით განთქმული ქალაქის, ვანკუვერის საფეხბურთო გუნდშია. “ვანკუვერ ვაითქაპსი” კანადაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პოპულარული კლუბია და საინტერესოა, რომ აშშ-ის USL-ში (MLS-ის მომდევნო ლიგა) თამაშობს. ზურაბი ამპლუით ნახევარმცველია და საკმაოდ ტანმაღალი, 185 სანტიმეტრია.
სადაურსა სად წაიყვანო, ამაზეა ნათქვამი. ქართველი ფეხბურთელი კანადაში – მართლაც საინტერესო ამბავია.

ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.207441