ფეხბურთი

23:50 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონმა" "ზუგდიდს" ილურიძის გოლით აჯობა

სანაკრებო მატჩებით ეროვნულ ჩემპიონატში გამოწვეულ პაუზას კლუბები ამხანაგური მატჩებით ავსებენ. მორიგი ასეთი შეხვედრა გაიმართა 2 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე. იმერლები უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ”ზუგდიდს” დაუპირისპირდნენ.

მარტვილელებთან ოთხი დღის წინ გამართული მატჩის მსგავსად, მარგველებმა რამდენიმე ფეხბურთელი დღევანდელ შეხვედრაშიც მოისაკლისეს. გიორგი ფანცულაიაავთო ენდელაძე და თედორე გრიგალაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიაში გასამართი მატჩისათვის ჰყავს გამოძახებული. რაც შეეხება  კახა მეშველიანს, ის ტრავმის შემდეგ ჯერაც მკურნალობს.

შეხვედრა საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდგა - მართალია, უპირატესობას ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ცუდად არც ზუგდიდელები გამოიყურებოდნენ. ანგარიში კი 28-ე წუთზე გაიხსნა - იმერული კლუბის რიგებში გატანილი სადებიუტო გოლით თავი გიორგი ილურიძემ გამოიჩინა.

დღევანდელ დაპირისპირებაში ეს გოლი ერთადერთი და გადამწყვეტი გამოდგა. არადა, ორივე გუნდმა მეტოქეთა კართან მრავალი საგოლე მომენტი შექმნა. განსაკუთრებით ზესტაფონელები აქტიურობდნენ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი დასრულდა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით ანგარიშით 1:0.

 

ზესტაფონი - ზუგდიდი 1:0

გოლი: გიორგი ილურიძე (28)

ზესტაფონი: პავლოვიჩი (კუპატაძე, 71), რობაქიძე, ფერეირა (გაგოშიძე, 46), ხიდეშელი (ვაჭარაძე, 59), გვალია (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), შარიქაძე, ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი (სამუშია, 46), ჭანკოტაძე (კანდელაკი, 46), ილურიძე (კაპანაძე, 46), დვალი (მიქელთაძე, 46).

ზუგდიდი: თევდორაძე (დევაძე, 83), რიგვავა (ქომეთიანი, 53), ლომაია (ღონღაძე, 46), ქურდაძე (მირცხულავა, 46), ჯავაშვილი, ფარჯიკია (აკობია, 62), ქირია (გვაზავა, 73), კობერიძე (ჭაავა, 81), წურწუმია (კუკავა, 46), ლომია (შენგელია, 67), კვარაცხელია (გულორდავა, 46).

სექტემბერს "ზესტაფონი" მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ამჯერად მარგველებს ბათუმის საფეხბურთო კლუბი "დინამო"ეწვევა.


ს/კ "ზესტაფონის" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118644