ქალს რომ უთხრათ, გარეგნულად კლარენს ზეედორფს ჰგავხარო, როგორ ფიქრობთ, ეწყინება თუ არა?! ქალების უმეტესობას ასეთი პარალელის გავლება რა თქმა უნდა, გულში დარდსა და განაწყენებას ჩაუსახავს. მაგრამ, არის ერთი ქალი, რომელიც მართლაც ჰგავს ზეედროფს და არც მასთან მიმსგავსებულობა აშფოთებს. პირიქით...
ბრაზილიაში ბევრი იცნობს, პლაჟის ფეხბურთელს, ლილიანა დუარტეს, რომელიც ფეხბურთსაც მშვენივრად თამაშობს და შეიძლება ითქვას, კოპაკაბანას პლაჟის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეცაა. ლილიანა გარეგნულად კლარენს ზეედროფს რომ ჰგავს, ამაში მისი ფოტოებითაც მარტივად დარწმუნდებით.
მას შემდეგ რაც ვეტერანი ჰოლანდიელი ნახევარმცველი იტალიიდან ბრაზილიაში გადაბარგდა სათამაშოდ, კლარენსის ოკეანესგაღმელმა ქომაგებმა მერეღა აღმოაჩინეს ლილიანასა და ნიდერლანდელ ფეხბურთელს შორის დიდი მსგავსება. ლილიანა დუარტე ზეედორფთან ერთად ბურთის გაგორებაზე ოცნებობს და იმედი აქვს, რომ ეს ოცნება სულ მალე აუხდება. ასრულებოდეს!







