19 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში კალათბურთის ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ორ ძირითად თემას დაეთმო – სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისწინა შედეგების პრეზენტაციას და განცხადებას კალათბურთის ფედერაციისა და ანტიდოპინგური სააგენტოს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
სუპერლიგის ოფიციალურ ვეგბერდზე 13 აპრილიდან დღემდე ონლაინ-გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელიც დღეს 12 საათზე დასრულდა. შემოსულ ხმათა რაოდენობა 44 ათასს აღემატება და სასტარტო ხუთეულში მოხვედრილ კალათბურთელთა ვინაობა გამოვლინდა. ასევე მწვრთნელებმა დაასახელეს იმ დარჩენილი 7 მოთამაშის ვინაობა, რომლებიც All Star-ში მონაწილე გუნდებს შეავსებენ.
შეგახსენებთ, All Star-ის მატჩი და კონკურსები ქუთაისის სპორტის სასახლეში 20 აპრილს გაიმართება. ერთმანეთს სუპერლიგის ლეგიონერი და ადგილობრივი მოთამაშეების გუნდები დაუპირისპირდებიან. ასევე ჩატარდება კონკურსი სამქულიანების სროლასა და ჩატენვებში, რომლის გამარჯვებულსაც “ევროპა-ბეთი” პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოებს.
სუპერლიგის პრეზიდენტის, გიორგი ზაბახიძის განცხადებით, All Star-ის კონკურსს ორი ახალგაზრდა კალათბურთელი შეუერთდება “სოხუმის” 20-წლამდელთა გუნდიდან.

ეკა ლოლუა









