თამაშგარე

16:05 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყურებამდე შეყვარებული ბერდიხი

ჩეხი ჩოგბურთელი ტომაშ ბერდიხი, ისე ძალიან ყოფილა მოდელ ესტერ სატოროვაზე შეყვარებული, რომ ტრფობის ალით გული აქვს დამწვარი და როგორც ევროპელი “სიყვარულოგები” ირწმუნებიან, თუკი მოვლენები ლოგიკურად განვითარდება, შესაძლებელია, ტომაშმა ესტერთან ქორწინებაზეც კი თქვას თანხმობა.

აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ტომაში თავის მეგობარ ქალთან, ლუსი საფაროვასთან ათწლიან ურთიერთობას ასე მარტივად გაწყვეტდა და ესტერ სატოროვას ფეხთა ქვეშ აღმოჩნდებოდა?!... მაგრამ სიყვარულის ალი ისეთი რამაა, ჩოგნის მარჯვედ მქნევსაც და ტაქსის მძღოლსაც ერთნაირად ედება...

ეს ჩვენი ტომაშ ბერდიხი, ესტერის ლამის ყველა ცუნდრუკსა და ახირებას ასრულებს. ამასწინათ, სატრფოს ფოტოსესიებში მონაწილეობაზეც კი დათანხმდა და ფოტოკამერის წინ კარგი გამოცდილი მოდელივით იპოზიორა. რასაკვირველია, იმ დროს სატრფოც გევრდს უმშვენებდა...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105173