ფეხბურთი

13:40 | 30.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყურადღება ქუთაისისკენ და ბოლნისისკენ

 ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდგომ, ეროვნული ჩემპიონატი შაბათს განახლდება. ქუთაისში “ქართულ კლასიკოდ” მონათლული “ტორპედო” – “დინამო” გაიმართება. კოსმეტიკურად გარემონტებულ ბოლნისის სტადიონზე კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლ “სიონსა” და ბათუმის “დინამოს” შორის დიდი ჯახია მოსალოდნელი.

I-VI ადგილებისთვის

დილა (გორი) – ზუგდიდი

30 მარტი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ლ. თოდრია, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე ჩემპიონატში: 0:0, 3:0

სანაკრებო შესარჩევი მატჩებით გამოწვეული პაუზა გუნდებმა სხვადასხვაგვარად გამოიყენეს. გორელებმა საკუთარ მოედანზე ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანულ “სიმურგთან” და 0:1 დამარცხდნენ. გორელთაგან სხვადასხვა ნაკრებებში 4 ფეხბურთელი იყო გამოძახებული: დავით კვირკველია და ირაკლი მაისურაძე – პირველში, გიორგი ილურიძე – 21-წლამდელებში, ხოლო ბაჩანა არაბული – 19-წლამდელებში. ახლა ისინი უკვე გუნდში არიან და შაბათის მატჩისთვის “თენგიზ ბურჯანაძის” სტადიონზე ემზადებიან.

შიდაქართლელბმა 2013 წელი წინააღმდეგობრივად დაიწყეს. ჯერ სუპერთასზე “ზესტაფონთან” პენალტებით წააგეს, ხოლო ქვეყნის თასის მერვედფინალში “სამტრედიას” ჯამში 9 ბურთი გაუტანეს, მერე იმავე “ზესტაფონელებს” შინ 2:1 მოუგეს, რამაც სტუმართა უკმაყოფილება გამოიწვია, თითქოს მსაჯი გორელების სასარგებლოდ სჯიდაო და საქმე იქამდეც მივიდა, რომ მარგველებმა საჩივრის წერილი პროკურატურაში შეიტანეს, თუმცა ამ ისტორიას რაიმე გაგრძელება არ მოჰყოლია. მერე თბილისში “დინამოს” ესტუმრნენ და უგოლოდ დაშორდნენ, თუმცა მასპინძლებზე უკეთ ითამაშეს.

ზუგდიდელებს თავისი პრობლემები აქვთ. წლეულს მათ 4 მატჩი ჩაატარეს და არ გაუმარჯვიათ. ჯერ ქვეყნის თასის მერვედფინალში ქვედა ექვსეულის “სიონთან” წააგეს, შემდეგ კი თბილისის “დინამოსთან” (0:3) და “ჩიხურასთან” (1:3) დამარცხდნენ. ამასობაში მათ ტრავმირებული ირაკლი ქობალია დაუბრუნდა. შაბათს კი ფეხზე ოპერაციაგადატანილი ნახევარმცველი ვალიკო ტყემალაძე და თავდამსხმელი ირაკლი ეხვაია დააკლდებათ.

 

ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი

30 მარტი. ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, გ. ყრუაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე ჩემპიონატში: 0:0, 3:1

საჩხერელებმა წლევანდელი წელიწადი კარგად დაიწყეს. ჩემპიონატის ორ მატჩში ჯერ ქუთაისში დასცილდნენ უგოლოდ “ტორპედოს”, შემდეგ კი ზუგდიდში 3:1 გაიმარჯვეს. თასზეც შთამბეჭდავად ასპარეზობენ, მერვედფინალში ქობულეთის “შუქურას” ჯამში 11 გოლი გაუტანეს, მეოთხედფინალის პირველ მატჩში კი გორის “დილა” 3:0 დაამარცხეს და ნახევარფინალში გასვლის მშვენიერი შანსი აქვთ. ზესტაფონელებმა კი, სუპერთასის მოგების შემეგ, ჯერ ქვეყნის თასზე ქვედალიგელ ლანჩხუთის “გურიას” ვერაფერი მოუხერხეს, შემდეგ გორში წააგეს (1:2) და შინ “ტორპედოს” უგოლოდ დაუზავდნენ. მარგველთა თავკაცი კახა კაჭარავა ხშირად იმეორებს ხოლმე, ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და შეთამაშება გვაკლია, ცოტა გვაცალეთ და სულ სხვა გუნდს იხილავთო. სანაკრებო პაუზისას მარგველებმა ერთი ამხანაგური მატჩი გამართეს და საკუთარ ბაზაზე მარტვილის “მერანს” 2:1 მოუგეს. ზესტაფონელთაგან პირველ ნაკრებში როინ კვასხვაძე გახლდათ გამოძახებული, კახაბერ მეშველიანმა, ავთო ენდელაძემ და გურამ სამუშიამ კი ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებებში იასპარეზეს. მატჩს სირიელი ფიფას არბიტრი აბდულა ბასლეჰლო განსჯის.

 

ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი)

30 მარტი. ქუთაისი. ცენტრალური. 18:00

მსაჯები: ო. ხეცაძე, ი. უკლება, გ. ელიკაშვილი, გ. ვადაჭკორია, თ. გვანცელაძე, კ. ტეფნაძე (სათადარიგო)

 მიმდინარე ჩემპიონატში: 2:3, 2:2

ქვეყნის ორი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დაპირისპირება Aშაბათს ქუთაისში 18 საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს. ამ დღეებში ქუთაისელებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს ზღვისპირელებთან. ჯერ ფოთის “კოლხეთს” 4:0 მოუგეს, შემდეგ კი ბათუმის “დინამოს” დაუზავდნენ – 1:1.

წლეულს გამართულ ჩემპიონატის 2 მატჩში ქუთათურებს გოლი არ გაუტანიათ, თუმცა არც გაუშვიათ, “ჩიხურასაც” და “ზესტაფონსაც” უგოლოდ დაშორდნენ. დინამოელებმა კი “ზუგდიდს” 3:0 მოუგეს, გორის “დილასთან” კი ფრეს (0:0) დასჯერდნენ.

დამდეგი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს შემდეგი კომენტარები მისცეს:

ომარ მიგინეიშვილი: „თბილისის „დინამოსთან“ მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში უპირობოდ გამოსარჩევია, ვფიქრობ, შეხვედრა ამჯერადაც გაამართლებს მოლოდინს. ვალდებულები ვართ, რომ გასამარჯვებლად ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი გულშემატკივრები სახლში ნასიამოვნები გავუშვათ“

გიორგი ბერიაშვილი: „მოგეხსენებათ, „დინამო“ ჩემპიონატს ლიდერობს და აქედან გამომდინარე მის ძალებზე რაიმეს თქმა ჩემგან საჭირო აღარაა, თუმცა ჩვენთვის მოწინააღმდეგის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს - იგი მეტოქეა და ჩვენ მასთან გამარჯვებას ვეცდებით. მითუმეტეს „ტორპედოს“ „დინამოსთან“ დაპირისპირება ყოველთვის ერთი-ორად პრინციპულია. იმედია, სტადიონი გულშემატკივრებით გაივსება, რაც დამატებით სტიმულს მოგვცემს, ჩვენც ვეცდებით, შემართებით ვიბრძოლოთ და მოგებული თამაშით გავახაროთ მათი გულები“.

გრიგოლ დოლიძე: „პრინციპულობის თვალსაზრისით, „ტორპედოს“ თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრა პირველ ადგილზეა. ამ თამაშში გულშემატკივრებზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და ვფიქრობ, ასეთი ტაქტიკით, უხვგოლიანი თამაში გამოდგება. გუნდში პოზიტიური განწყობაა და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ღირსეულად გავიმარჯვოთ“.  

ვაჟა ტაბატაძე: „თბილისის „დინამოსთან“ თამაში „ტორპედოს“ რიგებში მყოფი ყველა ფეხბურთელისთვის მეტად საპასუხისმგებლოა და მეც, თუ კი ამის საშუალება მომეცემა, გპირდებით, როგორც თითოეულ თამაშში, რომ არაფერს დავიშურებ ჩვენი გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილის შესატანად. მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ორივე გუნდი თანაბარი ძალებისაა და რომელიც უკეთ მოემზადება კონკრეტულად ამ თამაშისთვის, ალბათ, ის გუნდი გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, სტადიონზე გულშემატკივრები მრავლად იქნებიან და მათ იმედებს გავამართლებთ“.

 

1 დინამო (თბილისი) 24 17 5 2 66:19 56
2 დილა (გორი) 24 17 2 5 38:16 53
3 ტორპედო (ქუთაისი) 24 14 5 5 41:18 47
4 ჩიხურა (საჩხერე) 24 14 5 5 38:22
47
5 ზესტაფონი 24 11 5 8 31:22 38
6 ზუგდიდი
24 10 5 9 28:32 35

 

VII_XII ადგილებისთვის

Mმერანი (მარტვილი) – კოლხეთი (ფოთი)

30 მარტი. მარტვილი. ცენტრალური. 15:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ფიფია, ზ. ერქვანია, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

მიმდინარე ჩემპიონატში: 1:0, 4:0

ფოთელებმა გასულ ტურში წლევანდელ ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვეს, 17 მარტს ბოლნისის “სიონს” 2:1 მოუგეს და მარტვილს ამაღლებული განწყობით ესტუმრებიან. მარტვილელებმა კი ჯერ ბათუმში წააგეს “დინამოსთან” შემდეგ კი რუსთავში “მეტალურგს” დაუზავდნენ (1:1). ბოლო დღეების ამათი ამხანაგური შეხვედრების შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მეტალურგი (რუსთავი)

30 მარტი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00

დისკვალიფიცირებული: ზურაბ მენთეშაშვილი (“მეტალურგი”)

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ბერულავა, ზ. ანიაშვილი (სათადარიგო)

 მიმდინარე ჩემპიონატში: 2:0, 0:1

რუსთაველებს “თავი ქუდში აქვთ” (იხილეთ ცხრილი), უფრო სწორად, მათი ამბიციებიდან გამომდინარე, რახან პირველ ექვსეულში ვერ მოხვდნენ, ევროპის ლიგაზე გასასვლელად ქვეყნის თასზე წარმატებით გამოსვლა ამოუჭრიათ გულში. თუმცა არც ჩემპიონატში იტყვიან ქულების მოგროვებაზე უარს. აი, ვეტერინარებს კი, რომლებმაც არცთუ კარად დაიწყეს წლევანდელი წელი, გასავარდნ ზონასთან სულ 3 ქულა აშორებთ და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლოსწინა ადგილზე მყოფი ბათუმის “დინამო” გაზაფხულზე “გაცოცხლდა”, ვიტელებს საკმაო ოფლისღვრა მოუწევთ ელიტაში დასარჩენად. პაუზის დროს ვიტელები პირველლიგელ მარნეულის “ალგეთს” ამხანაგურად გაეჯიბრნენ და 5:0 მოუგეს. რუსთაველებმა კი ასევე ქვედალიგელ სტუ-ს 3:0 სძლიეს. მეტალურგებს კვლავ არ ეყოლებათ ტრავმირებული ლევან კორღალიძე, გიორგი მიქაბერიძე, ლაშა ჯაფარიძე და რევაზ გეწაძე. ისინი ისევ სარეაბილიტაციო კურსებს გადიან.  

 

სიონი (ბოლნისი) – დინამო (ბათუმი)

30 მარტი. ბოლნისი. ცენტრალური. 15:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, გ. ჩიგოგიძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე ჩემპიონატში: 2:2, 1:0

იმავეს ვიტყვით “სიონზეც.” ბოლნისელებსა და ბათუმელებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა და ამ მატჩის მნიშვნელობაზე საუბარი ალბათ ზედმეტიცაა. “სიონი” დეკემბრის შემდეგ საკუთარ მინდორზე პორველად ითამაშებს. მოგეხსენებათ, “თამაზ სტეფანიას” სტადიონის საფარი ზამთრისკენ დაიწუნეს და “სიონი” შინ ვეღარ თამაშობდა. ამასობაში სტადიონზე კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა, რაც მთავარია, მოწესრიგდა მინდორი. სფფ-ის კომისია ჩასული იყო ბოლნისში და მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა. ასე რომ, “ტორპედო” – “დინამოსთან” ერთად, ალბათ, ესეც ტურის უმნიშვნელოვანესი მატჩია.

 

1 მეტალურგი (რუსთავი) 24
24 10 5 9 23:27 35
2  მერანი (მარტვილი) 24 7 3 14 24:38 24
3 ვიტ ჯორჯია (თბილისი) 24 5 7 12 15:33
22
4 სიონი (ბოლნისი)
24 5 6 13 17:40 21
5 დინამო (ბათუმი) 24 5 4 15 25:47 19
6 კოლხეთი (ფოთი)
24 1 4 19 13:45 7

 

მეგოლეები:

 18 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

 17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

 13 - საბა ლომია (“მერანი”)

 12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

 10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 7 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი” / “დინამო” თბილისი) 

 6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია” / “დინამო” ბათუმი),  რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”),  

5 - გიორგი ბერიაშვილი, გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი  (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა")

4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), რომან ახალკაცი (“დილა” / “მეტალურგი”), ლაშა გვალია (1), ირაკლი მოდებაძე (2, ორივე - “დილა”)

3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი  (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი (“დილა” / “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი  (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”)

 2 – ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი (“ზესტაფონი” / “მეტალურგი”),  ლევან კუტალია (1,“ზუგდიდი” / “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1 “დილა” / “დინამო” ბათუმი), დათო კვირკველია (1,  “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა” / თავისუფალი აგენტი), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ელგუჯა ლობჟანიძე, ლაშა გაბრიჩიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

 1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი (“ზესტაფონი” / “დინამო თბილისი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ორივე – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე (“ზუგდიდი” / “დინამო” ბათუმი),  გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა (გუნდში აღარ არის), დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (გუნდში აღარ არის), ვილი ისიანი, გიორგი ჭანკოტაძე (გუნდში აღარ არის), დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, აკაკი მიკუჩაძე (1) (ყველა - “სიონი”), გიორგი ჭედია (“სიონი” / ამჟამად უგუნდოდ), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე (“ტორპედო” / “დილა”), ვალერი კაციტაძე, მიხეილ გორელიშვილი, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”) ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“კოლხეთი” / “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ფიფია, ზვიად ლობჟანიძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი)

 ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

 იუზა კაციტაძის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086081