თამაშგარე

10:21 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხულიგანი კანტონა

ერთ დროს “მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ერიკ კანტონა, რომელიც თავისი ფეთქებადი ხასიათითაა ცნობილი, სკანდალში გაეხვა. მას ვინმე უცნობ ქალბატონთან სასიყვარულო პაემანი ჰქონდა დანიშნული. იქვე მყოფი უცხო მამაკაცი პაპარაცი ეგონა და ჩხუბი დაუწყო. პოლიციამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, დამნაშავედ კანტონა სცნო.

1995 წელს კანტონას ჩხუბის გამო 8 თვით აეკრძალა ფეხბურთის თამაში, როდესაც სტადიონზე გულშემატკივარს თავს დაესხა. საინტერესოა რა სახის ჯარიმას დააკისრებს ამჟამად პოლიცია ჩხუბისთავ ფეხბურთელს...

0.095141