ჭიდაობა

15:24 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი და საკანდელიძე ოქროს გრან პრის ფინალში გავიდნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (125 კგ) ბაქოში მიმდინარე ჰეიდარ ალიევის სახელობის ოქროს გრან პრის ფინალური ტურნირის დილის პროგრამა წაუგებლად დაასრულეს და ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ.

ხინჩეგაშვილი საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანელი იაშარ ალიევი დაამარცხა (7:4), ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რუსტამ ამპარს სძლია (6:5). საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ახმედნაბი ქვარზატილოვს დაეჭიდება.

საკანდელიძემ აზერბაიჯანის ნაკრების კუბელი წევრი ალექსის როდრიგესი (16-6) და ამერიკელი ტერველ ივაილოვ დლაგნევი (6:4) ჩამოიშორა. ფინალში კი უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკის შეხვდება.

დღესვე აზერბაიჯანულ ხალიჩაზე საქართველოს სახელით აკაკი მოწონელიძემ (61 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილმა, იოსებ ხუციშვილმა (ორივე 74 კგ) და ზვიად მეტრეველმაც (97 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე წააგეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 17 საათიდან დაიწყება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110512