სხვა

16:53 | 21.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთელები ფინალში

ესპანეთის ქალაქ კორდობაში მიმდინარე ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებზე წარმატებულად გამოდიან ქართული გუნდები. ტურნირზე, რომელიც განსაკუთრებულად მასშტაბური გამოდგა, საქართველოს ხელბურთში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი წარმოადგენს.

ხელბურთელებმა ქვეჯგუფში ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვეს და ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება ვადაზე ადრე გაინაღდეს. მე-4 გადამწყვეტ ტურში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელებმა პრინციპულ შეხვედრაში ესპანური "მალაგა" 39:36 დაამარცხეს, 20 ივლისს ქართველი ხელბურთელები ჯგუფის აუტსაიდერ - ჰოლანდიის "ნაიმეგენს" ხვდებიან, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგო.
ტურნირის ფინალში, რომელიც დღეს გაიმართება, ქართველ ხელბურთელთა გუნდის მეტოქე A ჯგუფის გამარჯვებული ესპანური ან ხორვატული გუნდი იქნება.

სამინისტროს პრესსამსახური
http://msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175652