ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ პედრო სავიოლა ლისაბონის “ბენფიკაში“ გადასვლის შემდეგ ლამის ყოველთვე სხვადასხვა ყოფით სკანდალში ეხვევა. აქამდე ვერავინ იტყოდა, რომ სავიოლა სკანდალებით სახელგანთქმული ადამიანი იყო. თუმცა, პორტუგალიამ არგენტინელზე როგორც ჩანს არცთუ დადებითად იმოქმედა.
შარშან ხავიერ სავიოლა პორტუგალიელმა სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ეს უკანასკნელი შემთხვევით ქუჩაში გაცნობილ მეძავთან ერთად, ავტომანქანას მთვრალ მდგომარეობაში დააქროლებდა და ისე იყო გადარეული, რომ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაც კი სცადა. ეს საქმე როგორც იქნა ჩაიფარცხა და სავიოლას ჯარიმის გადახდა აკმარეს.
მაგრამ, არგენტინელმა ფეხბურთელმა თავისი მაინც არ დაიშალა და რამდენიმე დღის წინ, მორიგ “ლოთბაზარულ“ სკანდალში გაეხვა. ხავიერ სავიოლას არგენტინიდან თურმე მეგობრები ეწვივნენ. მეგობრები ფეხბურთელმა ლისაბონში მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში დაპატიჟა და მათთან ერთად ისე გამოთვრა, რომ ჯერ რესტირნის ოფიციანტებს აჭამა ალიყური, შემდეგ ქუჩაში დებოში ასტეხა და მისი დაშოშმინება კვლავ პოლიცამ აიღო საკუთარ თავზე. ახლა სავიოლას მდგომარეობა ძალზედ რთულია და შეიძლება მას მხოლოდ ჯარიმა აღარ აკმარონ.







