სხვა

22:28 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხათუნა ნარიმანიძე მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მშვილდოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხმათა უმრავლესობით ამ თანამდებობაზე ხათუნა ნარიმანიძე აირჩიეს.

ნარიმანიძის გარდა არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი, გიორგი გორდეზიანი და დილარ ხაბულიანიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. 27 ხმოსანი დელეგატიდან არჩევნებს 22 დაესწრო, რომელთაგან 21-მა ნარიმანიძეს სრული ნდობა გამოუცხადა – ის ორი წლით უხელმძღვანელებს მშვილდოსნობის ფედერაციას.

დღესვე გაირკვა, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას სულიკო თოფურია დაიკავებს, ლაშა მაჩაიძე და ბადრი ვარშანიძე ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან, დავით ლეკვეიშვილი კი – გენერალური მდივანი. 7-კაციან პრეზიდიუმში ასევე იქნებიან ლელა აფციაური და გიორგი მაკოევი.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112297