თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “ზუგდიდმა” მორიგი ამხანაგური მატჩი ჩინეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე პეკინის BIT-თან ჩაატარა და 6:2 გაიმარჯვა.
განვლილ სპარინგში, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
ზარქუა (ჯომიდავა, 76), ქვარცხავა, აფაქიძე (მირცხულავა, 32), ნიკოლაძე (დ. ქირია, 69), მჭედლიშვილი (ჯავაშვილი, 46), ქათამაძე (ქებაძე, 46), ფარჯიკია (კირკიტაძე, 46), სამუშია (შ.ლომია, 46), ბულია (კავალიაუსკასი, 46), წიტაიშვილი (გუგუჩია, 46).
მატჩში ანგარიში ჩინელებმა მე-8 წუთზე გახსნეს, ხოლო სამ წუთში სამუშიამ თანაფარდობა აღადგინა. მე-12 წუთზე მოთამაშე-მწვრთნელმა კლიმენტი წიტაიშვილმა ზუგდიდელები დააწინაურა. პეკინელებმა ანგარიში 25-ე წუთზე გაათანაბრეს. ამის შემდეგ კი, გოლები მხოლოდ ზუგდიდელებს გაჰქონდათ. 27-ე წუთზე თავი ბულიამ გამოიჩინა, მე-60-ზე – კავალიუსკასმა, 82-ეზე ჯავაშვილმა, ხოლო 86-ეზე ლიტველმა კავალიუსკასმა წერტილი დასვა.
“ზუგდიდიდან” ყვითელი ბარათები ქათამაძემ (25) და კირკიტაძემ (55) მიიღეს, ხოლო გუგუჩია მსაჯმა პირველად 83-ე წუთზე გააფრთხილა, 90-ეზე კი, მეორე “ყვითელისთვის” გააძევეს.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი დარასელიამ უარი თქვა ბრაზილიელი ლინკოლნის დატოვებაზე, რომელიც გუნდში ისინჯებოდა.







