ფეხბურთი

21:02 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

Voetbal Iinternational-მა ყაზაიშვილი კვირის ფეხბურთელად დაასახელა

არნემის “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი პოპულარულმა ჰოლანდიურმა გამოცემა Voetbal Iinternational-მა ერედივიზიონის კვირის ფეხბურთელად დაასახელა.

ერედივიზონის განვლილ ტურში “ვიტესმა” სტუმრად “დორდრეხტს” 6:2 მოუგო და შეუცვლელად მოთამაშე ყაზაიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა.

21 წლის ქართველისადმი მიძღვნილ სტატიაში Voetbal Iinternational-ი იუწყება, რომ თავის დროზე კლუბის ყოფილი მფლობელის მერაბ ჟორდანიას მიერ მიწვეული სამი ქართველიდან: გურამ კაშია,  გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, ეს უკანასკნელი ყველაზე ნიჭიერი აღმოჩნდა.

ასევე ნათქვამია, რომ გუნდის თავკაცი პეტერ ბოში ქართველს თავდასხმაში ათამაშებდა, მაგრამ ვაკო თავს ნახევარდაცვაში უფრო კარგად გრძნობს. Voetbal Iinternational-ის ინფორმაციით, “ვიტესის” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა დევი პროპერი კარიერის გაგრძელებას სხვა კლუბში აპირებს, მაგრამ არნემელებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ყაზაიშვილის სახით მისი შემცვლელი უკვე ჰყავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119292